ნაკლებად შეურაცხმყოფელი გინება და სიცილის გამო ჩაშლილი ეპიზოდები
ანა მჭედლიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" "თენგოს ცისარტყელას" - თამუნას როლს ასრულებს, რომელიც ქმრისგან უცენზურო მიმართვებს იტანს და მეუღლეს პრობლემებთან გამკლავებაში სიყვარულით ეხმარება. ვინ არის რეალურად "თამუნა", ამის გასარკვევად მსახიობს ვესაუბრეთ, რომელიც უკვე სერიალის ახალ სეზონზე მუშაობს...
- სერიალის ახალ სეზონზე მუშაობა განახლებული ენერგიით დავიწყეთ. ძალიან მაინტერესებს, მომავალ სერიებში მოვლენები როგორ განვითარდება...
- მგონი, 4 წელია, რაც სერიალში ვმონაწილეობ, მაგრამ საკუთარი თავის პირდაპირ ეთერში ნახვა მაინც მიჭირს (მოგვიანებით "ვახვევ" და ისე ვუყურებ). გასული სეზონების სერიების ნახვისას ძალიან მეცინება: მაშინ უფრო პატარა ვიყავი. თან, ჩემი პერსონაჟიც უფრო სხვანაირი, საყვარელი იყო (იცინის)... საკუთარ თავზე ლაპარაკი უხერხულია - ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. რაც შემიძლია, ვაკეთებ.
- როგორ არა! იდეალურად არასდროს არაფერია. რა თქმა უნდა, შეცდომა ძალიან ხშირად შემინიშნავს, მაგრამ არა უშავს - ეს სერიალია და შემდეგ სერიებში გამოსწორება შეიძლება.
- კამერასთან მუშაობა. ნამდვილად გამიმართლა. ბევრი კომპლექსი მოვიხსენი: მოგეხსენებათ, თავდაპირველად ყველანი რაღაცნაირად შებოჭილები, დაძაბულები ვართ. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება და მეც ცოტათი "გავიხსენი". კამერასთან მუშაობა ახლა უკვე სასიამოვნოც კი არის.
- კასტინგზე მივედი. მეგობარიც მახლდა. კასტინგის გავლის მერე მადლობა გადამიხადეს და წამოვედით. ნახევარ საათში (გზაში ვიყავი) დამირეკეს - როლზე დამტკიცებული ხარო. მე და ჩემი მეგობარი სიხარულისგან ერთმანეთს ვასკდებოდით (იცინის)...
- არა, რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მეოთხე წელი სრულდება, რაც სერიალში ვარ. ძალიან მიხარია.
- ჩემი სტილი თამუნასგან ძალიან განსხვავებულია - ის ქალურად იცვამს, "ქუსლებით" დადის. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ძირითადად, თავისუფლად, პრაქტიკულად ვიცვამ.
- არა, რადგან გამხდარი ვარ და ვიცი, რა მიხდება და რა - არა. გამხდარი ადამიანი მაინც სხვანაირია, სხვა პრობლემები აქვს (იცინის)... სამოსს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო. განაგრძეთ კითხვა