მსახიობი მაკა ძაგანია 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი - თინათინ ჩაკვეტაძე შეეძინა. თინათინი თანდათან თინი, თინუცა, ბოლოს კი ნუცა გახდა. დღეს ნუცა უკვე 19 წლისაა. მას უმცროსი ძმა - 4 წლის გიორგი ცერცვაძე ჰყავს (რომელიც მაკას მეორე ქორწინებიდან შეეძინა). მაკას და ნუცას შინ ვესტუმრეთ და იმ დედაშვილურ-დაქალური ურთიერთობის შესახებ ვესაუბრეთ, რაც მათ აკავშირებთ...
მაკა:
- ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება. რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ (იღიმის)... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. დედაჩემი მეხმარებოდა (მამაჩემი გარდაიცვალა). ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა. თანაც პატარა ვიყავი. ჩემი მეგობრები სულ სადღაც დადიოდნენ, მე კი ასე ვერ ვიქცეოდი - ნუცა უნდა დამეძინებინა, გამომეკვება...
ნუცა:
- კლუბში ხომ წამიყვანე?
- არა, დე... მინდოდა, მაგრამ ვინ შეგვიშვებდა? მაშინ 3 წლის იყავი. ბათუმში ჩემს ახლობელს წვეულება ჰქონდა. იქ შესვლა გვინდოდა, მაგრამ 3 წლის ბავშვით ვინ შემიშვებდა?! ამიტომ ყურებჩამოყრილები სახლში წავედით.
- იდეალური დედაა, რადგან არასოდეს მიგრძნია, რომ უმამოდ ვიზრდებოდი - მაკა ჩემზე გადაყოლილი იყო. მახსოვს, პირველი ხელფასით - 12 ლარით (თეატრალურ უნივერსიტეტში ბავშვებს ასწავლიდა) ჩემთვის შოკოლადს ყიდულობდა. როგორი ცხოვრებაც მაკას ჰქონდა, მეც ზუსტად იგივე გავიარე: მაგალითად, თეატრში, ღამის რეპეტიციაზე დავყვებოდი. მიზეზი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ვერსად მტოვებდა? თავად ვინტერესდებოდი. თეატრის გარემოს შევეჩვიე.
მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
მაკა:
- დედაჩემს რთული რეჟიმი აქვს. ბავშვს დიდ ბებიას ვუტოვებდით, მაგრამ სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე, მერე უკვე გადაღებებზე ნუცაც დადიოდა, ყველა "სამზარეულო" იცოდა, სად რა ხდებოდა...
- კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ვსწავლობ. ეს სფერო მომწონს. თავიდან სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა მინდოდა. ასევე, ვხატავ და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზეც ვფიქრობდი. ბოლოს ფსიქოლოგია შევარჩიე. ჰოდა, ან ამ საქმეს გავყვები, ან - სამედიცინოზე ჩავაბარებ, ოღონდ - უცხოეთში.
მაკა:
- გერმანულ სკოლაში სწავლობდა. თავიდანვე გავთვალეთ, რომ გერმანიაში ესწავლა, მაგრამ შემდეგ გამგზავრება გადაიფიქრა, რადგან უჩვენოდ ვერ გაძლებს ჩემი კუნკულიკა (იღიმის). ჯერ 19 წლისაა და ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ არის. წამოიზრდება და ვნახოთ, რას იზამს.
- ამ საკითხს მღელვარება ახლავს, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ მსახიობობა აერჩია. ერთადერთი, ამაზე ვნერვიულობდი.
- ულმობელი პროფესიაა. ჯერ ერთი, ყველაფერი უნდა გაწირო, ამ პროფესიას მთლიანად უნდა მიეცე, მაგრამ ან დაგიფასდება, ან - არა; მეორეც - ძალიან ღატაკი პროფესიაა, ყოველ შემთხვევაში - საქართველოში. ჰოლივუდში თუ "გაიქაჩებოდა", ეს სხვა საქმეა, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. საქართველოში როგორი წარმატებული მსახიობიც უნდა იყო და შენი სიტყვა თქვა ამ სფეროში, მაინც ჩვეულებრივი მათხოვარი ხარ. მსახიობობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. საკუთარი შინაგანი სამყაროდან ბევრი საინტერესოს ამოქექვა გიწევს, რომ გმირი შექმნა. შემდეგ ეს გმირები საკუთარი შვილებივით გიყვარს, რადგან თავიდან ბოლომდე შენი "გაკეთებულია"... ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხს უყვარხარ, ქუჩაში გცნობენ, მაგრამ ცხოვრებისთვის ეს საკმარისი არ არის.
- მის პროფესიაზე ბავშვობიდან ვგიჟდები - თეატრზეც, გადაღებებზეც... მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება იმიტომ აღარ მინდოდა, რომ მეგონა, მაკასთან ერთად, ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე: უკვე ნანახი მქონდა, რაც მომავალში უნდა მენახა, თუკი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი... 10 წლის ვხდებოდი, როცა ღამის რეპეტიციებზე სიარულისას, საბავშვო სპექტაკლში როლი "შემომესწავლა". ეს იყო ბავშვის როლი, რომელსაც ზრდასრული მსახიობი თამაშობდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემს დაბადების დღეზე სპექტაკლში უნდა მეთამაშა. ამის შესახებ რეჟისორსაც ვუთხარი, დირექტორსაც... ყველა დამთანხმდა. დედამ არაფერი იცოდა. როცა გაიგო, თავდაპირველად შოკში იყო... მერე სპექტაკლში ვითამაშე. ყველამ მითხრა, - ყოჩაღო! იმ დროს მაკას ცოტათი შეეშინდა - მსახიობობა არ მოუნდესო, მაგრამ ამის სურვილი არასოდეს მქონია. განაგრძეთ კითხვა