ქუთაისში და-ძმას, სკოლის მოსწავლეებს წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი მაშინ დაეჯახა, როცა სკოლიდან უკან ბრუნდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
აღნიშნული შემთხვევის შედეგად, ბავშვები დაშავდნენ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.