პლანეტის უმდიდრეს ადამიანს ბილ გეიტსსა და მის მეუღლე მელინდას სამი შვილი ჰყავთ. დღეს მათ უფროს ქალიშვილზე მელინდაზე გიამბობთ.
მელინდა სტივ ჯობსის ქალიშვილთან მეგობრობს. ორივე გოგონა საცხენოსნო სპორტითაა დაკავებული. ცხენები თავიანთ სერიოზულ გატაცებად მათ შემთხვევით არ აურჩევიათ.
თავის დროზე ბილიცა და სტივიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტექნოლოგიები ყველგან საჭირო და აუცილებელია, მაგრამ საკუთარ შვილებს უზღუდავდნენ კომპიუტერებისა და ტელეფონების გამოყენებას. უნერგავდნენ ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს.
გეიტსი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ქალიშვილს მხოლოდ 14 წლის ასაკში დართო ტელეფონით სარგებლობის უფლება.
საინტერესოა, რომ მილიარდერის შვილს უბრალო მოთხოვნები აქვს. მას უყვარს ცხოველები, მოგზაურობა, ბოიფრენდთან ნაიელ ნასართან ერთად სეირნობა.
ბილმა განაცხადა, რომ თავისი 90 მილიარდიანი ქონები უდიდეს ნაწილს ქველმოქმედბაზე დახარჯავს. ბავშვებს მხოლოდ სასტარტო კაპიტალს დაუტოვებს, რომლითაც ისინი სწავლასა და საკუთარი საქმის დაწყებას შეძლებენ.
"მე და მელინდამ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები ფულს მხოლოდ განათლების მისაღებად და კარიერის დასაწყებად მიიღებენ" - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბილმა.
როგორც ჩანს, გეიტსებს ნიჭიერი შვილების აღზრდა სურთ. თუმცა "შიშველი ხელებით" საქმეების დაწყება არ მოუწევთ. სხვათა შორის, თავის დროზე, ბილის მშობლებმა, საკმაოდ მდიდარმა ადამიანებმა, ბილს მხოლოდ კომპანიის დასაარსებელი ფული მისცეს. მილიარდები მან თავად დააგროვა.
როგორც ჩანს, გეიტსების ოჯახური მიდგომა შვილების აღზრდასთან დაკავშირებით, ამართლებს. ჯენიფერი არასდროს ყოფილა სკანდალების გმირი. არასდროს გამოჩენილა საინფორმაციო ამბებში, როგორც მდიდარი მამიკოს "გატუტუცებული" შვილი.
ჯენიფერის ცხოვრების შესახებ ჟურნალიტები ინფორმაციებს მისი სოციალური ქსელებიდან იღებენ. გოგონა აზიარებს მოგზაურობის, იპოდრომზე ვარჯიშის ფოტოებს.
ნაიელსაც ცხენების სიყვარულით შეხვდა. ნასარი პროფესიონალი მხედარია. თავად ბილის ქალიშვილი კი ამერიკის ცხენოსნობის ნაციონალური ნაკრების წევრია.
ჯენიფერი განათლებას სტენფორდის უნივერსიტეტში იღებს, ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. თავის დროზე მამამისმა ჰარვარდში სწავლა მიატოვა, მაგრამ ქალიშვილი მას არ დაემსგავსა.
სხვათა შორის, გოგონა ძალიან ჰგავს თავის დედას, მელინდას.
ბილს არ უყვარს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი. მის ცხოვრებაზე სიახლეებს ჟურნალისტები იმ ოჯახური ფოტოებით იგებენ, რომელსაც მათი ქალიშვილი სოციალურ ქსელებში აზიარებს.
ჯენიფერის "ინსტაგრამის" გვერდზე არც ერთი ფოტო არაა არც ღამის და არც მოდურ კლუბში გადაღებული. ძირითადად, დასვენების დროს გადაღებული ფოტოებია.
გეიტსს კარგი შვილები ეზრდება. ჯენიფერი იმდენად საიმედოა, რომ მამამ "ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელობა ჩააბარა.
დღეს გეიტსებს ყველაზე მეტად მედიცინის განვითარება აინტერესებთ. მის გასავითარებლად უამრავ ფულს ხარჯავენ. მათი შვილი ბიოლოგიას სწავლობს და სავარაუდოდ, ის გააგრძელებს მშობლების ინტერესს.
როგორ სკოლაში სწავლობენ Googleის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები