როგორ ვმართოთ ჩვენი შვილების ქცევა და ურთიერთობისას წარმოქმნილი სირთულეები - პასუხები მშობლებს ქეთევან ნემსაძისგან
როგორ ვმართოთ ჩვენი შვილების ქცევა და ურთიერთობისას წარმოქმნილი სირთულეები - პასუხები მშობლებს ქეთევან ნემსაძისგან
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პედიატრი ჩვენი შვილებისთვის, საკამათო ნამდვილად არაა. სწორედ ჩვენი შვილის სანდო და გამოცდილ პედიატრთან (და არა მეზობელ-ნათესავ-მეგობრებთან) მუდმივი კომუნიკაცია, მისი რჩევების გათვალისწინებაა ერთ-ერთი უმთავრესი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან. უამრავი შეკითხვაა, რომელიც მშობელს უჩნდება ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების, აღზრდის კუთხით და პირველი, ვისაც უნდა ჰკითხოს რჩევა, სწორედ პედიატრია. საბედნიეროდ, გვყავს ბევრი კარგი, გამოცდილი და ძლიერი პედიატრი, სახელოვანი თუ ნაკლებად ცნობილი, რომლებიც თავის საქმეს წლობით ემსახურებიან და გულისხმიერები არიან ბავშვებისა და მშობლების მიმართ. 

საქართველოში
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პედიატრი, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ქეთევან ნემსაძეა. უამრავი მშობლისთვის საიმედო და სანდო ექიმის სახელით სარგებლობს და ალბათ ამიტომ შეჩერდა მასზე არჩევანი "ბიბლუსისა" და "პალიტრა ელ"-ის მიერ, როდესაც საბავშვო კვირეულის ფარგლებში მშობლებისთვის ღონისძიება დაიგეგმა. 

დიახ, სპეციალურად მშობლებისთვის 21 მარტს შედგება შეხვედრა პედიატრ ქეთი ნემსაძესთან, ჭავჭავაძეზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“. ღონისძიება, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება, ძირითადად ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ თემებს მიეძღვნება და მშობლებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო ბევრი შეკითხვა დასვან. თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა მართოთ თქვენი შვილების ქცევა და მათთან ურთიერთობისას წარმოქმნილი სირთულეები - ამ ღონისძიებას აუცილებლად უნდა დაესწროთ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა!

მის: ჭავჭავაძის 7, „ბიბლუსი გალერეა“
დასაწყისი:
19:00 სთ.

mshoblebi


2240
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```