,,ბავშვებს არ უნდათ სკოლაში სიარული და ვინც არ უნდა უთხრას, არ წავლენ"- როგორ ცხოვრობენ დღეს მამის მიერ სახლში გამოკეტილი 8 ბავშვი
,,ბავშვებს არ უნდათ სკოლაში სიარული და ვინც არ უნდა უთხრას, არ წავლენ"- როგორ ცხოვრობენ დღეს მამის მიერ სახლში გამოკეტილი 8 ბავშვი
საზოგადოებას კარგად ახსოვს ლენტეხში მომხდარი ფაქტი, როდესაც ამირან დევნოზაშვილმა ოჯახის წევრები სახლში გამოკეტა და სხვებთან კომუნიკაცია აუკრძალა. მისი 8 შვილიდან არც ერთს სკოლაში არ უვლია. მამა დაკავებულია და სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ბავშვები კი ახლა თბილისში ცხოვრობენ მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში. დავინტერესდით, ახლა თუ ეძლევათ ბავშვებს განათლების უფლება და როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, მათ მიმ
ართეს სასამართლოს და დედის მიმართ გაიცა დამცავი ორდერი, რომლითაც მას არ შეუძლია აუკრძალოს ბავშვებს სკოლაში სიარული.
"ორდერის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა დაარეგისტრიროს ეს ბავშვები სკოლაში, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. დავარეგისტრირეთ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. თუმცა, ამ დრომდე ბავშვები ჯერ კიდევ არ მისულან სკოლაში. დედამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ბავშვები მივიდნენ სკოლაში. მაგრამ, დედა ამბობს, რომ არ უშლის ბავშვებს ხელს და არ ეუბნება მათ, სკოლაში არ იაროთო, უბრალოდ, ბავშვებს არ უნდათ სკოლაში სიარული. სოციალური მომსახურების სააგენტოსთანაც ბავშვები ამას ამბობენ, რომ არ უნდათ სიარული სკოლაში და ვინც არ უნდა უთხრათ, არ წავლენ და ასეთი გამოუვალი სიტუაცია გვაქვს."- ამბობეს სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ბავშვებს აქვთ დიაბეტი, დამოკიდებულები არიან ინსულინზე და გაღიზიანება არ შეიძლება. ამიტომ, ბავშვებს ვერ აძალებენ
სკოლაში სიარულს. იგივეა ფსიქოლოგის მომსახურებაზეც. დედა ამბობს, რომ არ უშლის ბავშვებს, მაგრამ მათ არ უნდა ეს კონსულტაცია.
"ამ დამცავ ორდერს 6 თვე აქვს ვადა, ერთი თვე უკვე გავიდა, ამ დროის განმავლობაში დედა ვალდებულია, როგორმე დაიყოლიოს ეს ბავშვები და მიიყვანოს სკოლაში."- ამბობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
დედის გარდა ბავშვებთან ახლო ურთიერთობა აქვს ბიძას, მამის ძმას, და ისიც ინფორმირებულია ბავშვების გადაწყვეტილების შესახებ.

altსვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ არ უშვებს

alt"ცოლ-ქმარს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული..." - რას ამბობენ მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი?


907
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ბლა ბლა ბლა
0
როგორც მიაჩვია მამამ და გაზარდა ის განვითარება აქვთ რატომ გიკვირთ. მათ სხვა ცხოვრების წესი აქვთ და ვერ შეუცვლით ცხოვრების წესს. ძნელია 10წელი და მეტი რომ გეძახის მშობელი რომ ეს არარი კარგი და მერე ამ მშობელს რომელიც მისაბაძია მისტთვის იჭერენ და ბავშვი სრულ ქაოსშია. რაცარუნდა ილაპარაკოთ ამ ბავსვებისთვის ეს მამააა და მათ ის უპირობოთ უყვართ. მონობა სხვა კიარაფერია მათ მონის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ რის მიხედვითაც მის სიტყვას ემორჩილებიან და ენდობიან კიდეც. ჩემი აზრით უნდა შეეშვან რა . ვისაც როგორც ჯნდა ისე იცხოვრებს რატომ აზვიად3ბთ მათხოვრიბენ მშიაო დადიოდნენ თუ რა. ვინ გეკითხ3ბათ. თქვენ კარგი გინდათ და მათ არა? რაარი სწორი და არასწორი არავინ გვეკითხება. ჩვენი წესებით არარიან ვალდებულები იცხოვრონ. ეხლა რომ მათ სტრესს ყენ3ბთ ის უარესია ვიდრე მამის გვერძე ყოფნა.
15:27 / 24-03-2019
!
0
ასე ადვილია სკოლაზე უარის თქმა? ვალდებულება არაა სკოლაში სიარულის?!
21:29 / 21-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```