"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
34 წლის თიკო გე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც 2016 წელს თირკმლის სარ­კო­მა და­უდ­გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" თი­კოს მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"თი­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძი­მე ყო­ფი­ლა ვიდ­რე ჩვენ გვე­გო­ნა.. მას 2016 წელს ჩა­უ­ტარ­და თირკმლის ოპე­რა­ცია, ამო­იკ­ვე­თა სიმ­სივ­ნე.... დი­აგ­ნო­ზი იყო თირკმლის სარ­კო­მა... 1 წლის შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა ბარ­ძა­ყის ძვალ­ში აღ­ნო­ჩე­ნილ იქნა მე­ტას­ტა­ზი და 2017 წლის იან­ვარ­ში სხი­ვუ­რი თე­რა­პია გა­უ­კეთ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და ნერ­ვი, რის გა­მოც აქვს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და დღეს მორ­ფის გა­რე­შე
ამ ტკი­ვი­ლებს ვერ იყუ­ჩებს. რად­გან დრო­უ­ლად ვერ გა­ირ­კვა რომ ნერ­ვის ბრა­ლი იყო, 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ისევ გა­უ­კეთ­და სხი­ვუ­რი თე­რა­პია და და­ე­მა­ტა ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში ძვა­ლიც და­ნეკ­როზ­და და ოპე­რა­ცია გა­კეთ­და ძვალ­ზე. ახლა კი, 3 კვი­რის წინ გა­ირ­კვა, რომ მე­ტას­ტა­ზი ფე­ხის რბილ ქსო­ვილ­ში გა­და­ვი­და.

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე სა­ჭი­როა ანა­ლი­ზის გაგ­ზავ­ნა ამე­რი­კა­ში, სა­ი­და­ნაც მოვა სრუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და დას­კვნა, თუ რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ვი­ნა­ი­დან კერ­ძო და­ზღვე­ვა­ზე ლი­მი­ტი ამო­წუ­რუ­ლია, ესა­ჭი­რო­ე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა.. ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ თი­კოს და­ა­ვა­დე­ბას. ერ­თად შე­ვამ­სუ­ბუ­ქებთ თი­კოს ტკი­ვილს" - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. თი­კოს 15 წლის გო­გო­ნა ჰყავს.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ "ვი­თი­ბი" ბან­კის ან­გა­რიშ­ზე GE27VT1000001300964506, მიმ­ღე­ბი: თი­ნა­თინ გე­ლაშ­ვი­ლი

თი­კოს­თვის
ან­გა­რი­ში გახ­სნი­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კშიც" - GE18BG0000000160910682, მიმ­ღე­ბი - მე­დეა პეტ­რი­აშ­ვი­ლი

ახალ­გაზ­რდა დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და
952
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```