მარიამი და დავითი - ბათუმელი წყვილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. წყვილის ფოტოები საკმაოდ პოპულარული და განხილვადი გახდა და მათზე ბევრს საუბრობენ.
მარიამისა და დავითის შესახებ რუსული ინტერნეტმედიისთვის ინსტაგრამით გახდა ცნობილი - სოციალურ ქსელში მარიამს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის ფოტოებს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვება. მარიამი ასევე "მის ბიკინი 2014"-ის მონაწილეა.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მარიამი და დავითი ბათუმელები არიან. მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ქორწილი ერთი თვის წინ გადაიხადეს - საკმაოდ ლამაზი, გრანდიოზული და ეროვნულ კოსტიუმებში შემოსილებმა. დავითმა ქორწილში იცეკვა კიდეც.
იხილეთ ვიდეო ქორწილიდან
ულამაზესი ბათუმელი წყვილი - მარიამის და დავითის ქორწილი
წყვილს ქალიშვილი მართა ჰყავს, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს: "ბევრი რამე მიხაროდა და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ბედნიერება, ასეთ ბედნიერებაზე კი ვერც ვიოცნებებდი", - ამბობს მარიამი.
გოგონას აშკარად ეტყობა, რომ მშობლების კვალზე წავა და ისიც ლამაზი გოგონა იქნება.
ასევე ძალიან ლამაზი და ჰყავს მარიამს - სოფო, რომლის ულამაზესი შვილების ფოტოებსაც გთავაზობთ.
ეს კი წყვილის ულამაზესი ფოტოები
იხილეთ მარიამ შუკაკიძის ინტერვიუ და მისი მოსაზრებები ოჯახზე, პოპულარობასა და უარყოფით კომენტარებზე
როგორი ბავშვი ჰყავს "ყველაზე ლამაზ ქართველ წყვილს"?
ერთ-ერთმა ულამაზესმა წყვილმა ჯვარი დაიწერა - ფეხმძიმე პატარძლის ფოტოები