რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი 10 წელზე მეტია ასევე ტელეწამყვან სავილი ბროვკოსთან ერთად ცხოვრობს. თუმცა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, მასთან საქორწინო ხელშეკრულება გააფორმოს.
ცოტა ხნის წინ თინა მსჯელობდა იმაზე, რომ სურდა თავისი აგარაკი ბინაში გადაეცვალა. გუშინ კი დაწერა, რომ ბინა იპოთეკით იყიდა. ბევრს ეგონა, ამაში შეძლებული ქმარი დაეხმარა, თუმცა თინამ გადაწყვიტა, ყველასთვის აეხსნა სიტუაცია: "ნამდვილი ფემინიზმია - როცა ყიდულობ ბინას კრედიტით და აფორმებ საქორწინო კონტაქტს. ყველაფერი თუ შენით იყიდე, განქორწინებისას თავადვე გაქვს უფლება მოითხოვო, ყველაფერი შენ დაგრჩეს. არაა საჭირო კაცებისთვის ფულის თხოვნა!"
წყვილმა საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი და თუ განქორწინებას გადაწყვეტენ, უკვე გარკვეული ექნებათ, ვის რა ქონება დარჩება. თუმცა ამ ეტაპზე მათ ყველაფერი კარგად აქვთ და მეორე ქორწინებით თინა ძალიან კმაყოფილია.