უკვე ტრადიციად ქცეული "კითხვის საათი" ბიბლუსი გალერეაში, ბევრმა ბავშვმა და მშობელმა შეიყვარა. ყოველ შაბათ-კვირას ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, მოუსმინონ მათ მიერ წაკითხულ ამბებს, გაატარონ დრო შინაარსიანად და მიიღონ სასიამოვნო საჩუქრები.
ბავშვები უკვე შეხვდნენ ლადო აფხაზავას, გიორგი კეკელიძეს, თამრიკო ჭოხონელიძეს და სხვებს. ამჯერად მორიგი ძალიან სახალისო და საინტერესო შეხვედრა ელით.
მაშ ასე, 24 მარტს, 3 საათზე ჭავჭავაძის "ბიბლუსი გალერეაში" მასპინძლები ცნობილი მუსიკოსები კახაბერი და ხანუმები იქნებიან. ჩვენს პატარა მეგობრებს ისინი ქართულ ხალხურ მოთხრობებს წაუკითხავენ. შეასრულებენ რამდენიმე სიმღერას, მათ შორის - ბავშვების საყვარელ სიმღერას "თხა და ვენახი" და რაც მთავარია, წარადგენენ ახალ, ძალიან საინტერესო პროექტს ამავე სახელწოდებით - „თხა და ვენახი“.
საქმე ის არის, რომ ამ სიმღერის ინსპირაციით კახაბერმა და ხანუმებმა გამოუშვეს ტკბილეული - შოკოლადები, რომლებითაც თამაში შეიძლება და ფაზლივით აწყობა. მაგალითად თხამ შეჭამა ვენახი, ვინ შეჭამა თხა და ა.შ... თანამიმდევრობით აწყობ და თამაშობ, ბოლოს კი - პირს იტკბარუნებ...
იხილეთ ვიდეორგოლი
კახაბერი და ხანუმები - 'თხა და ვენახი'
ბილეთის ღირებულება ისევ 5 ლარია. პირველ 15 ადამიანს იმ საჩუქრების გარდა, რასაც ბილეთთან ერთად მათ "ბიბლუსი" ჩუქნით, სათამაშოების მაღაზია "პეპელა" სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.
მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 7, „ბიბლუსი გალერეაში“
რეგისტრაცია სავალდებულოა. გადადით ბმულზე