რა ხდება, როცა სამი მიმზიდველი, ქარიზმატული მომღერალი ერთმანეთს უწევს კონკურენციას? ალბათ, იმარჯვებს საუკეთესოთა შორის საუკეთესო, სხვები კი მარცხდებიან, არა?
თუმცა, ჯგუფ sparkle-ის გოგონებმა, პროექტ “ახალ ხმაში” დათო ფორჩხიძის გუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტეს თავისი ძალები გაეერთიანებინათ და მალევე შეძლეს მსმენელის გულებს დაიპყრობა.
ქართულ "იქს ფაქტორში" მეორე ადგილი დაიკავეს და 2015 წელს მონაწილეობა მიიღეს უკრაინულ იქს ფაქტორში. პირველ გამოსვლას მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ისინი დღემდე თანამშრომლობენ უკრაინულ ტელეკომპანია СТБ-სთან.
დაახლოებით ექვსი თვის წინ, ჯგუფი სალომე მერებაშვილმა დატოვა, როგორც თავად გოგონები განმარტავენ, მიზეზი დროის უქონლობა იყო. სალომეს ადგილი sparkle-ში ია ორჯონიკიძემ დაიკავა. “ია სიამოვნებით დაგვთანხმდა , ძალიან კარგად შევეწყვეთ და შევეგუეთ ერთმანეთს” -ამბობენ ისინი.
მათი სავიზიტო ბარათი განსხვავებული კომპოზიციების მიქსია. ცოტა ხნის წინ ქართული ესტრადისა და Maroon 5- ის ჰიტის კომბინაციით ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს და მეტიც, sparkle-ის ხმამ ჯესი ჯეიმდეც მიაღწია. ჩვენ დავინტერესდით sparkle-ის ისტორიითა და გეგმებით და დავუკავშირდით გოგონებს. ანი ჩხეიძემ გვიამბო, როგორ ქმნიან სიმღერებს, რა გამოხმაურება მოჰყვება და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
- ჩვენი გზები გადაიკვეთა ერთ-ერთ პროექტში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. შემდეგ სპეციალურად "იქს ფაქტორისთვის" შექმნეს ჩვენგან ჯგუფი. ხუთი წელი გახდება რაც ერთად ვმღერით.
- დიახ უკრაინელებთან დღემდე ვმეგობრობთ, უამრავი გულშემატკივარი გვყავს. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავდივართ ხოლმე.
- ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოგვივიდა რამე ახალის და პოზიტიურის შექმნის იდეა. ვფიქრობთ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ვასიამოვნოთ და გავაღიმოთ ჩვენი მსმენელი -იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბუნებრივად და თავისუფლად მღერით, ვფიქრობ არც ისე მარტივია ამდენი განსხვავებული კომპოზიციის ერთად შეკვრა.
- გეთანხმებით, საკმაოდ შრომატევადია გაიხსენო და ააწყო კომპოზიციები, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება, სასიამოვნო მოსასმენი იქნება და ერთ მთლიანობას შექმნის, ანუ ერთ სიმღერად იქცევა. ჩვენ ხდირად ვიკრიბებით ვამზადებთ, როგორც უცხოურ ასევე ახალ, საავტორო სიმღერებს. მიქსებს რაც შეეხება, უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა და ყოველთვის ვცდილობთ ახლის შექმნას. როდესაც ამხელა გამოხმაურებას, კმაყოფილ და ბედნიერ მსმენელს ვხედავთ შეუხლებელია არ მოგინდეს ახალი ვარიანტის შეთავაზება.
- განსაკუთრებით მაშინ როცა სამივე ერთად ვართ. ძირითადად თინეიჯერი გულშემატკივრები გვცნობენ და ვუყვარვართ ძალიან. განაგრძეთ კითხვა