"მინდა დაიხუროს ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, რადგან ბევრის სიცოცხლე შეიწირეს მანდ და აღარ მინდა შემდეგში კიდევ ვინმე შეიწიროს! იქ არ არჩენენ, არც კურნავენ, მხოლოდ კლავენ! დაიკეტოს, დაილუქოს, რეფერალურის პერსონალს ჩამოართვან ლიცენზიები, დავდგეთ ყველა ერთად ფეხზე, ხალხო, დავიცვათ ჩვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები და ნათესავები ასეთი მკვლელებისგან! დაიკეტოს და ჩამოერთვათ ლიცენზიები რეფერალურის ექიმებს, ასეთ ანგელოზებს გვაცლიან ხელიდან" - ეს ტექსტი ნათია ბაქრაძეს ეკუთვნის, გარდაცვლილი გოგონას ნათესავს. ფოტოზე, რომელიც ტექსტს ახლავს, 28 წლის მელანო ფუტკარაძეა, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ახლობლები ამბობენ, გოგონამ მუცლის ტკივილის ჩივილით რეფელარულ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა ვერ გაუგეს და დიაგნოზი ვერ დასვეს. ორ დღეში გაწერეს საავადმყოფოდან. მესამე დღეს უკვე გართულდა მდგომარეობა, შეტევა ჰქონდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ბრმანაწლავი გამსკდარი იყო და სისხლიც მოწამლული. შესაბამისად, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ახლობლებისვე თქმით, გოგონა დედისერთა იყო, ორ თვეში დაქორწინებას გეგმავდა.