- სერიალში - "იდეალური დედა" კასტინგის შედეგად მოვხვდი. არ ველოდი, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, რადგან ძირითადად, კასტინგებში არ მიმართლებს (იცინის). ამ შემთხვევაში გამიმართლა.
- ძალიან საინტერესოა. თავდაპირველად მუშაობა გამიჭირდა, რადგან ასეთი მონოლოგები - როცა მაკა ვიდეოდღიურს აკეთებს, რთული იყო: კამერასთან ურთიერთობა გამიჭირდა, მორიდებული ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე, კამერა ჩემთვის ახლობელი გახდა და ძალიან შემიყვარდა - უკვე გავუშინაურდი. სერიალის მოკლე-მოკლე სერიები ძალიან საინტერესოა. ნელ-ნელა ალღოს ვუღებ.
- მე ოპტიმისტი ვარ. როგორ რთულ ვითარებაშიც უნდა ვიყო, რაღაც დადებითს მაინც ვპოულობ, რაღაც ყოველთვის მიხარია. ასე რომ, არც ფსიქოლოგისთვის მიმიმართავს და არც ისეთი ხერხებისთვის, რასაც მაკა იყენებს. პრინციპში, ამის დროც არ მაქვს: ჩემი დღის რეჟიმი მაკას რეჟიმისგან დიდად არ განსხვავდება.
- კი, მეც 2 შვილი მყავს, ოღონდ - ჩემი შვილები უფრო უმცროსი ასაკის არიან, ვიდრე მაკასი. მგონია, რომ ქალების (ვისაც ქმარი, შვილები ჰყავთ და მუშაობენ) უმრავლესობის ცხოვრება რაღაცნაირად, ერთმანეთს ჰგავს. რამდენიმე ადგილზე ვმუშაობ (ორ თეატრში, გახმოვანებაზე და ახლა სერიალზეც). როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მას სახლის საქმეებს ვუთმობ: ბავშვები, საოჯახო საქმე, მაღაზიები და ა.შ.
- მაკასთან შედარებით, ბევრი ადამიანი მეხმარება (იღიმის), ამიტომ დროს უკეთ ვანაწილებ. გადასარევი ოჯახის წევრები მყავს. ისინი რომ არ იყვნენ, მუშაობას ვერ შევძლებდი.
- 8 წელია.
- არა. თუკი რამე არ მომწონს, თავად ვცდილობ, შევცვალო და ჩემი ქმარიც მეხმარება. არ ველოდები, რომ ჯადოქარი მოვა და სასწაულს მოახდენს. მე და ჩემი მეუღლე პრობლემებს ერთად ვუმკლავდებით, რომანტიკასაც ერთად ვქმნით და ბავშვებსაც ვზრდით. განაგრძეთ კითხვა