"არ ვიცოდი, კიდევ თუ სჯეროდა ვინმეს ასეთი რამეების... შოკში ვარ! 21-ე საუკუნეში სჯერათ, რომ ექსტრასენსი დააფეხმძიმებთ..."
"არ ვიცოდი, კიდევ თუ სჯეროდა ვინმეს ასეთი რამეების... შოკში ვარ! 21-ე საუკუნეში სჯერათ, რომ ექსტრასენსი დააფეხმძიმებთ..."
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" წამოჭრილმა კიდევ ერთმა თემამ გამოიწვია სოციალურ ქსელში განხილვა. ამჯერად უშვილობის პრობლემა და მასთან ბრძოლის სრულიად არასტანდარტული გზები წარმოაჩინეს, რასაც, როგორც აღმოჩნდა, სავსებით რეალური საფუძვლები აქვს.


"დოჩიზე კი გეცინებათ და რამდენი ხალხი აკეთებინებს ფულს ასტროლოგებს, მკითხავებს, ექიმბაშებს და ვის აღარ. ხალხი ადვილად ტყუვდება მასეთი რამეებით და ეგენიც მშვენიერ ფულს აკეთებენ".

"მეგრელი ქალი უშვილობისთვის მჩხიბავებთან არ წავა, მით უმეტეს მარტვილელი, როცა სასწაულმოქმედი ტაძარი არისებობს. ვფიქრობ, დოჩის უშვილობის ფინალი ამ სასწაულით უნდა დასრულდეს..."

"მე არ ვიცოდი, კიდევ თუ სჯეროდა
ვინმეს ასეთი რამეების... შოკში ვარ!"

"საერთოდ, რა დონეა ეს მჩხიბავები, ასეთი ჩამორჩენილია დოჩი, რომ სიტყვა გინეკოლოგი არ გაუგია, გეგონება მიყრუებული სოფლიდანაა, სცენარისტმა გააზვიადა".
mshoblebi
"ასე ატყუებენ და ატყავებენ ექიმბაშები, მკითხავები და ექიმებიც... ერთმა ექიმმა ჭიპის გარშემო წასასმელი მალამო გამოუწერა უშვილობისთვის, რა ვიცი, იქნებ ახალი მიგნებაა მედიცინაში, მაგრამ მეეჭვება ძალიან".

"რეალურადაც რომ სჯერათ ეგეთების, ეგაა ღადაობა".

"რატომღაც მეგონა, რომ ამათ ბავშვით დააბრუნებდნენ, მაგრამ კ
არგია ისიც, რომ აჩვენეს, 21 ე საუკუნეში კიდევ ჯერათ იმის, რომ ვიღაც აფერისტი "ეკსტრასენსი " დააფეხმძიმებს ქალს და ექიმებზე უკეთაც... ესაა შუა საუკუნის აზროვნება".

"ხალხმა არ დაიჯეროს ლეღვის ნახარშის არ იყოს და არ მივიდნენ ლიდიასთან".

იხილეთ ვიდეო - დოჩი მჩხიბავთან


altროდის უნდა მიმართოს უშვილო წყვილმა რეპროდუქტოლოგს - მანანა მგალობლიშვილის რჩევები


altხატი და სარტყელი სამებაში, რომელიც უშვილოებს კურნავს - ბევრმა მორწმუნემ ამაზე არაფერი იცის


1825
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```