ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.
ერეკლე ბადურაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა. იგი გახლდათ დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990); ის ასავე გადაღებულია ფილმში: "მატარებელი"(2001).
იხილეთ ერეკლე ბადურაშვილის ინტერვიუ "პროფილში", მეგობრის, გიო ხუციშვილის შესახებ:
Video ერეკლე ბადურაშვილი გიო ხუციშვილს იხსენებს
ერეკლე ბადურაშვილი და გიო ხუციშვილი მეგობრებსა და შვილებთან ერთად
მამა-შვილს განსაკუთრებული და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. თავის დროზე, როცა ნინიმ ოჯახი შექმნა, მამა ძალიან გახარებული იყო:
"მისი მეუღლე ოჯახის გასაცნობად რომ მოვიდა, ჩემს ახლობლებთან ერთად წყნეთში დავხვდი ბიძაჩემის აგარაკზე. სურათებში კი მყავდა ნანახი, მაგრამ პირველად რომ დავინახე ირაკლი, გადავირიე. ძალიან მაღალია. მეტრი და ოთხმოცდათოთხმეტია. ლამის კარებში ვერ შემოეტია. უზარმაზარი მხრები აქვს. საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილი წყალბურთელი იყო ჩიქვანაია, მისი შვილიშვილია. ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. ნინი ძალიან უყვარს. 31 წლის კაცია. დღემდე ცოლი არ ჰყოლია, შეუყვარდა ნინი, ჩამოვიდა თბილისში, არაფრით არ დაანება თავი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გოგო ცოლად გაჰყოლოდა", - ამბობდა მაშინ ნინის მამა.
ქალიშვილსა და შვილიშვილთან ერთად
წლების წინ mshoblebi.ge -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რეჟისორის დედამ ლალი ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ ნინის მშობლები, ეკა კახიანი და ერეკლე ბავშვობის მეგობრები იყვნენ და შემდეგ გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა:
"ეკა და ერეკლე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მერე და მერე გაუჩნდათ გრძნობა, შექმნეს ოჯახი. ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდეგ ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ, არც ერთს ვადანაშაულებ და არც მეორეს. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ეკა ვერ იტყვის, რომ მე მას რამე ვაწყენინე და არც მე მახსოვს მსგავსი რამ მისგან, მარტივად საურთიერთო გოგოა, თავხედური მოქცევა არ მახსოვს მისგან და ისიც ვერ გაიხსენებს ჩემგან რაიმე საწყენს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ჩვენ დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, ბევრი ოჯახი ინგრევა, რის შემდეგაც მტრად ეკიდებიან ერთმანეთს, მიდის ბავშვით მანიპულირება, არ უშვებენ მამასთან და ა.შ. მე კი ეს არ მიგრძნია, ფლორა და იმედა დღემდე ჩემთვის საუკეთესო მეგობრები არიან. წყვილის დაშორების შემდეგ ორივე მხარეს უნდა ეყოს გონიერება იმისა, რომ როცა ოჯახი ინგრევა, ეს ბავშზე არ აისახოს".