ბერა ივანიშვილმა საკუთარ ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს კითხვით მიმართა: თუ სად ურჩევენ თაფლობის თვის გატარებას.
მომღერლის აღნიშნულ პოსტს, უმრავი გამოხმარება მოჰყვა და შესაბამისად, რჩევებმაც არ დააყოვნა:
პუერტო რიკო, მაიამი, ფლორიდა, ისლანდია სამოთხეა დედამიწაზე, სამხრეთ აფრიკა, მეხიკო, საბერძნეთი მთელი თავისი კუნძულებით, კოსტა რიკა, - ეს მოსანახულებელი ადგილების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც ბერას მისი ინსტაგრამის მეგობრები სთავაზობენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ კი ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.