ჩვილ ბავშვზე ზრუნვა, რომ იოლი საქმე არ არის, ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით.სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ბავშვზე მოვლის პასუხისმგებლობას ქალბატონებს აკისრებენ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, საჭიროების დროს, მათაც უწევთ დედი როლის მორგება, რაც გარკვეულ უხერხულობასთან ასოცირდება.
მაგ. ალან ლამპარ ფეილსმა მისისიპის შტატიდან განსაკუთრებულ იპმროვიზაციას მიმართა და თავის ახალშობილ გოგონას გადაუღო ვიდეო, თუ როგორ აჭმევს საჭმელს ბოთლიდან,, ისე რომ პატარას ჰგონია ძუძუთი იკვებება. ახალგაზრად მამის მიერ მფიქრებული ეს ტრიუკი, რომელიც Good Morning Amerika -მ გაავრცელა, უმოკლეს დროში ათი ათასობით ადამიანმა ნახა.
"რა მაგარია. ეს არის სუპერ სასაცილო ამბავი", "ეს არის შესანიშნავი და ყველა მამა უნდა იყოს ასეთი მზრუნველი, როცა ფიქრობ, რომ შვილის ყოლა გინდა, მაშინ მის აღზრდაშიც უნდა მიიღო მონაწილეობა", "ის არ არის პირველი მამა, რომელიც ასე იქცევა", "აღფრთოვანებას იწვევს. გასაოცარი მამაა“ - წერენ ვიდეოს მნახველები.