57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.
გარდაცლილ მამას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მომღერალი ნინი ბადურაშვილი:
"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა... ისე ვიცხოვრებ როგორც შენ გინდოდა მამ... მიყვარხარ და გემშვიდობები... შეხვედრამდე" - წერს ნინი ბადურაშვილი.
ერეკლე ბადურაშვილის რეჟისორობით გადაღებულია ფილმები - "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990).