დანით მიყენებული ჭრილობების გამო თამარ ლომიძეს არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.
შემთხვევა 24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა. 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ იყო იშვიათი, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებმდე საქმე არასდროს მისულა. თავად ბრალდებული შმაგი დოლიძე კი დუმს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
აღნიშნულ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოუხმაურა მნანუკა გულუა, რომელიც "ჩცდ"- ს მსახიობია და ყველასათვის ცნობილია, როგორც სერილის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი დოჩი.
"რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელმოწერა შევაგროვოთ, სად დავდგეთ, ვისთან ვიყვიროთ , რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას , ვინც ქალზე აწევს ხელს, დაემუქრება, დაიმონებს! გთხოვთ "ცოტა მომითაქუნა რა უჭირს კაცო" -ს თქმა არ გაბედოთ, პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია, ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გადმოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში! ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს, "სამარადისო სავანე" დააწერეთ და ეყარონ იქ!”- წერს მსახიობი.