მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმნავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა.
ბაბი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა და უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გულშემატკივრობდა. ბაბის საქმიანობა არ შეუწყვეტია, მძიმე დაავადების მიუხედავად და ბოლოს "საქართველოს ვარსკვლავის" კონცერტშიც მონაწილეობდა.
მუსიკასთან კავშირი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის ასაკიდან უკრავდა ფორტეპიანოზე. 6 წლის ასაკში სწავლა ფოთის ა.ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. 2002 წელს მან წარმატებით დაამთავრა სამუსიკო სკოლა და ჩაირიცხა ოთარ თაქთაქიშვილის სამუსიკო სასწავლებელში.
ბაბი სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში და მოგებული ჰქონდა ისეთი კონკურსები, როგორიცაა „ნორჩ პიანისთა რესპუბლიკური კონკურსი” , „ოქროს როიალი”, „რახმანინოვის კონკურსი”, „ალ. პროკოფიევის კონკურსი”, „ოქროს ტალღა” და სხვა.
იყო 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. 2003-2005 წლებში აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს. მათ შორის იყო 2004 წლის კონცერტიც, სადაც ქ.თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მან ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, რახმანინოვისა და გრიგის ნაწარმოებები შეასრულა.
2013 წლიდან „ბასტი-ბუბუს” ვოკალის პედაგოგი იყო. წერდა სიმღერებს, ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი და კომპოზიტორი.
2014 წლიდან ბენდ „ნიუტონის” პიანისტი და ვოკალისტი იყო, ასევე ნინა სუბლატის ალბომის კომპოზიტორი.
2016 წლის 29 მარტს მან საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი დაამყარა, რომელიც ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრას გულისხმობს.
ბაბის ერთი შვილი დარჩა.
იხილეთ ბაბის გამოსვლა "ნანუკას შოუში"
თამარ ბაბილუა (ბაბი) 'ნანუკას შოუში'