სულ მალე უნდა იქორწინოს ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ვაჟმა, 24 წლის კონორმა. თუმცა ტომმა გადაწყვიტა, რომ ქორწინების ცერემონიას ყველა დაესწრება ნიკოლ კიდმანის გარდა.
ნიკოლისა და ტომის ნაშვილები ბიჭი იტალიელ გოგონას ირთავს ცოლად. სილვიას "საიენტოლოგთა პრინცესასაც" უწოდებენ - როგორც იცით, ტომი თავგამოდებული საიენტოლოგია და მისი შვილიც ამ რელიგიურ მიმდინარეობას ემხრობა. ნიკოლიც სწორედ ამიტომ ვერ მოხვდება ამ ქორწილში, რადგან არ იზიარებს მათ რელიგიურ შეხედულებებს და არც ის მოსწონს, რომ შვილები მამის მხარეს გადავიდნენ.