ბავშვის განვითარებისთვის სათამშოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პატარას მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისი სათამაშო უნდა მივცეთ.
parents.com-ის მიხედვით სათამაშოები ასაკის მიხედვით იყოფა 5 ჯგუფად.
0-12 თვე
პირველი სამი თვის მანძილზე პატარებს მხოლოდ გარემოზე დაკვირვების უნარი აქვთ. სწორედ ამიტომ მათ რაც შეიძლება ხასხასა და მკვეთრი ფერის სათამაშოები უნდა შევთავაზოთ. ეტაპობრივად, მათ ინტერაქციის უნარიც უვითარდებათ. წლამდე ბავშვე უნდა შესთავაზოთ: საწოლის ფერადი, მუსიკალური საკიდი, ჩხრიალა, ფუმფულა სათამაშოები, ფერადუ ბურთები, არამსხვრევადი სარკეები.
1-2 წელი
ამ პერიოდში ბავშვებს მოტორული უნარები უვითარდებათ. მათ მოსწონთ სათამაშოები, რომელიც შეხებით ხმას გამოსცემს, ფორმას იცვლის. მას აღაფრთოვანებს ისეთი მოქმედებები, როგორიც კუბიკების ერთმანეთზე დალაგება, ერთი ყუთიდან მეორეში გადალაგება, ფერების მიხედვით დახარისხებაა. ამ დროს იდეალურია: წრეების პირამიდები, სათამაშოები მოძრავი ნაწილებით, მარტივი ფაზლები, რეზინის სათამაშოები აბაზანისთვის.
2-3 წელი
ამ ასაკში ბავშვის თამაში უფრო მიზანმიმართულია. მას უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად ააწყოს ფაზლი ან კუბიკების კოშკი. ის გარშემომყოფი ადამიანების იმიტირებას იწყებს და ირგებს სხვადასხვა როლს. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს: ტელეფონი, რომელიც ხმებს გამოსცემს, ინტერაქციული თოჯინა, სამზარეულოს ნაკრები, სათამაშო ტრანსპორტი, ველოსიპედი.
4-5 წელი
ამ დროს ბავშვის დასწავლის უნარი ძალიან იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ისეთი ინტერაქციული საგანმანათლებლო სათამაშოები შევთავაზოთ, რომელიც მათემატიკის, ანბანის პირველად შეცნობაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკში ბავშვი ხელსაქმით დაკავდეს. კარგია ინტერაქციული დაფები, მინი კოპიუტერები, ხვადასხვა ფორმის კუბიკები, რთული ფაზლები, თოჯინები ტანსაცმლით და სხვა პირადი ნივთებით, სამაგიდო თამაშები.
7+
ამ დროს ბავშვის ინტერესების ჩამოყალიბება იწყება, რაშიც დიდი როლი აქვს როგორც მშობლებს, ისე მასწავლებლებს. ზოგს სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება მოსწონს, ზოგს კი ხელსაქმე ურჩევნია. ამ ასაკში აქტიურად კავდებიან სპორტით. სასურველია ბავშვს ჰქონდეს: პულტით მართვადი მანქანები, საბაზინო სამეცნიერო ნივთები, ტელესკოპი, კონსტრუქტორი, თოჯინები.
როგორც უკვე ითქვა ყველა ასაკს, თავისი შესაბამისი სათამაშო აქვა. თუმცა სათამაშომ თავისი როლი კარგად რომ შეასრულოს, მნიშვნელოვანია, რომ ის ხარისიხანიც იყოს. საქართველოს მასშტაბით ხარისხიანი და ფუნქციური სათამაშოების შეძენა "პეპელას" მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი. ის არაერთი ევროპული სათამაშოების მწარმოებელი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამჯერად კი სამი დღით (29-31 მარტი) სათამაშოებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას გთავაზობთ.
მულტიფუნქციური თოჯინა Cicciobello bua
ჩიჩობელო ბუას საყვარელ თოჯინას პატარა გოგონების მზრუნველობა სჭირდება. როცა თოჯინას წითელი ლოყები აქვს, ესე იგი თავს კარგად არ გრძნობს. გაუზომეთ სიცხე თერმომეტრით და თუ ის წითელს უჩვენებს მაშინ უნდა მოიფიქროთ რა იქნება მის გამოსაჯანმრთელებლად უკეთესი: რძე თუ წამალი, ან იქნებ ნემსის გაკეთება გახდეს საჭირო?! იზრუნეთ მასზე და როგორც კი სიცხე დაუწევს ჩიჩობელო ტირილს შეწყვეტს.
ყველასათვის საყვარელი მომღერალი გმირი დები ელზა და ანა
polesie-ფირმის ჯიპი, ყველა პატარას საყვარელი სათამაშო
lego-ს ფირმის კონსტრუქტორი
გონების სავარჯიშოთ კონსტრუქტორი ყველაზე კარგი საშუალებაა.თამაშით პატარა არ იღლება და ამის პარალელურად კოორდინაციის, ფანტაზიის უნარი უვითარდება.
ecoffier-ის ფირმის სამუშაო იარაღების კუთხე
classic word-ის ხის ცხენი