ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ და ყოფილმა მინისტრმა ბუკა პეტრიაშვილმა სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად დააგვირგვინეს. ეკასაც და ბუკასაც შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავთ. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვთ.
დღეს ეკა იუბილარია, ქმარმა მას საჯაროდ ძალიან თბილად მიულოცა დაბადების დღე:
"დღეს ჩემი მზე დაიბადა! როცა გაჩნდი შენ ჩემს გულში, გაბრწყინდა დღე, ზღაპარივით გამინათდა! არაფერი მე არ მინდა, შენი სიყვარულის გარდა!
შენთან ერთად ყველაფერი მიყვარს და მიხარია! მაბედნიერებ, მაძლიერებ, ცხოვრებას მილამაზებ და მიფერადებ! შენს გულს, შენს სულს, შენს ღიმილს, შენს სურნელს, შენს სიყვარულს, შენს მშვენებას, შენს ამ ქვეყნად მოვლინებას გაუმარჯოს! მიყვარხარ და მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!"
თეკლა ჟვანია