მოგეხსენებათ, ნინო ნადირაძე კუზანოვების ოჯახის რძალია. ხშირად ისმის კითხვა, რომ არა ცნობილი ექიმები, ივა, გუგა, ალექსანდრე, იქნებოდა თუ არა ნინო ისეთივე პოპულარული, როგორიც ახლაა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამ თემას ნინო დამაჯერებელი არგუმენტით და რიტორიკული კითხვით გამოეხმაურა, კუზანოვებს ჰყავთ სხვა რძლებიც, მათ რატომ არ იცნობს საზოგადოება, თუ პოპულარობას წინაპირობა მხოლოდ ოჯახის მამაკაცები არიანო. ასეა თუ ისე, ნინო ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე, რომ დედამთილ-მამამთილი მას მშობლებივით ჰყავს. ამის დასტურია თუნდაც ის პოსტი, რომელიც დედამთილის უკვე ჩავლილ დაბადების დღეს მიუძღვნა:
"გუშინ ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო, სკოლის მერხიდან მოდიან ერთად ჩემი დედამთილ-მამამთილი, რომლებიც ყოველთვის ნამდვილი მშობლებივით მედგნენ გვერდით და მათთვის ყოველთვის მე ვიყავი მართალი და გუგა მტყუანი (მიუხედავად ჭეშმარიტებისა)! მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბეევრი სიხარული!"
თეკლა ჟვანია
"46 წელი შემისრულდა და გპირდებით, 96 წლის ასაკში უფრო მაგარ ფოტოს დავდებ!" - ნინო კუზანოვა