სიკვდილის წინ დედამ შვილებს მისალოცი ბარათები დაუტოვა
სიკვდილის წინ დედამ შვილებს მისალოცი ბარათები დაუტოვა
44 წლის ქალბატონს, ნიუკასლის მკვიდრ ჯო დევეროს 2015 წელს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქალმა გადაიტანა სერიოზული ოპერაცია და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი, თუმცა 2018 წელს ექიმებმა ჯოს აცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა.

ამ ამბის შეტყობის შემდეგ ჯომ გადაწყვიტა, შვილებისთვის მისალოცი ბარათები და საჩუქრები წინასწარ გაემზადებინა - დაბადების დღისა და შობისთვის. მას სამი შვილი ჰყავს - 17 წლის ერინი, 11
წლის ლაიმა და 9 წლის ლილი. ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ასე უფრო ახლოს იქნება შვილებთან და მათ ექნებათ განცდა, რომ დედა ისევ მათთან არის.
mshoblebi
მიუხედავად უიმედო პროგნოზისა, ჯო ისევ ცოცხალია და საკუთარ შვილებთან ერთად ტკბება სიცოცხლის ყოველი დღით. ის ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს და იმაზეა ფოკუსირებული, რომ მისმა შვილებმა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება.
არანაირი ურთიერთობა არ აქვს არც საკუთარ მშობლებთან და არც ბავშვების მამასთან. მისი გარდაცვალების შემდეგ დანარჩენ ორ ბავშვზე მეურვეობას უფროსი ქალიშვილი, 17 წლის ერინი მიიღებს.

- ვიცი, რომ ერინისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება, სახუმარო საქმე არ არის 17 წლის ასაკში ორ ბავშვზე ზრუნვა, მაგრამ სხვა გზა არაა, მან ეს უნდა გააკეთოს, - აცხადებს ჯო.
ტეგები: სიმსივნე
1442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```