ბრიტანეთში რეპეტიტორების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მათ მომსახურებაზე მოთხოვნა სკოლასა და მშობლებს შორის გაწყვეტილმა კავშირმა განაპირობა.
დიდ ბრიტანეთში სკოლის მოწაფეების მშობლები შეშფოთებულები არიან - ვერანაირად ეხმარებიან საკუთარ შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში და ვერ იმას აკონტროელებენ, რამდენად კარგად ან ცუდად სწავლობს მათი შვილი. გამოსავალი კი იმაში მოძებნეს, რომ სარგებლობენ რეპეტიტორების დახმარებით და ჯერ თავად გადიან სასკოლო მასალას, ხოლო შემდეგ საკუთარ შვილებს ეხმარებიან. კურსებს ისინი ხან ონლაინ გადიან, ხანაც მასწავლებლებთან პირისპირ.
საქმე ის არის, რომ სასკოლო პროგრამა იმდენად განსხვავებულია, იმდენად არის შეცვლილი ტერმინოლოგია და მთლიანად სასწავლო მასალა, რომ მშობლები მის გაგებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.
რამდენს ხარჯავენ ყოველწლიურად მშობლები რეპეტიტორებთან შვილების მომზადებაში?