მოდელი ირინა ონაშვილი მეუღლესთან, ლადო ვარძელაშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ირინას, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, არაერთი წარმატება ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდ მონაპოვრად ოჯახს მიიჩნევს. მისთვის სახლი თბილ კერასთან, ბედნიერებასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ირინას ფანჯიკიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ ბინაში ვესტუმრეთ. ეზოში პოზირების შემდეგ შინ გადავინაცვლეთ, სადაც დიასახლისმა გულითადად გვიმასპინძლა.
- სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. რაგინდ კომფორტულ გარემოში ვიყო, ბოლოს მაინც სახლისკენ მიწევს გული - აქ არის ჩემი შეუცვლელი სამყარო. გარკვეული პერიოდი მომიწია სხვადასხვა ადგილას ცხოვრება, ველოდებოდით, როდის გაიყიდებოდა ჩვენი ძველი ბინა. ამ პერიოდის მერე უფრო დავაფასე და მივხვდი, რას ნიშნავს შენი კერა, შენი კუთხე. როცა იცი, რომ ბინას აღარ შეიცვლი, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს და ყველა დეტალი შენზე გაქვს მორგებული. მერე ლაგდები, შენი გემოვნებით ანაწილებ ინტერიერში ავეჯს, ალაგებ შენთვის ძვირფას ნივთებს. ბინის ხშირად შეცვლა, ნივთების ხშირი გადაადგილება დისკომფორტს მიქმნის.
- თითქმის ორი წელია აქ ვცხოვრობთ. რადგანაც მყავს შვილები, ჩემთვის პრიორიტეტი იყო ეზო. გარდა იმისა, რომ ეს უბანი მიყვარს, აქ დავიბადე და ჩემი ოჯახის წევრებიც ახლომახლო ცხოვრობენ, ეს კორპუსი ავარჩიე იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი ეზო აქვს. სამწუხაროდ, ახალი კორპუსები ამ უპირატესობით არ გამოირჩევიან. ძალიან ბევრი კარგი და ძვირად ღირებული კორპუსია, მაგრამ არ იციან, სად გაასეირნონ ბავშვები. უნდა ჩასვა მანქანაში, წაიყვანო კუს ტბაზე ან სადმე გარეუბანში, რაც დამატებით დროს და ძალისხმევას მოთხოვს. მე ნებისმიერ დროს ჩამყავს ბავშვები ეზოში. ძალიან მყუდრო და ლამაზი ეზო გვაქვს, ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის შექმნილი. პატარა ეტლით დამყავს, უფროსი ველოსიპედით სეირნობს და ა.შ.
- ასეთი რამ იშვიათად ხდება. ლადოს ბევრი საქმე აქვს და იშვიათად უწევს მთელი დღის შინ გატარება. თუმცა ზოგჯერ, შაბათ-კვირას გვაქვს ამის ბედნიერება. ბავშვები ძალიან ცელქები არიან და შინ სულ აურზაური და ჟრიამულია. გულით მინდა უფროსს დავუჯდე, მე თვითონ ვამეცადინო, ავუხსნა გაკვეთილები, მაგრამ არ გამომდის. პატარა არ გვაძლევს ამის საშუალებას. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები