სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მეშვიდე მემკვიდრეა და მშობლებმა გადაწყვიტეს, თავიდან აირიდონ ბავშვის დაბადებით გამოწვეული აჟიოტაჟი. ამიტომ წყვილმა უინძორთან ყველაზე ახლოს მდებარე სამშობიარო აირჩიეს და არა ის, სადაც ქეით მიდლტონმა იმშობიარა.
"მე კეიტი არ ვარ". - მოულოდნელად განაცხადა მეგანმა, როცა წმინდა მარიამის სამშობიაროში შესთავაზეს მშობიარობა. როგორც ჩანს, პრინცის მეუღლეს გართულების ეშინია. ის ხომ საკეისრო კვეთით აპირებს შვილის გაჩენას.
წმინდა მარიამის სამშობიაროში ერთი წლის წინ პრინც უილიამის ცოლმა იმშობიარა. მიდლტონი მშობიარობიდან 7 საათის შემდეგ გამოჩნდა ხალხის წინაში უზადო მაკიჟით, ვარცხნილობითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით, რითაც ქალებში ფურორი გამოიწვია.
თუმცა, მაშინ ბევრმა გააკრიტიკა კეიტი. თითქოს ის არარეალურად მოიქცა და მომავალ დედებს ზედმეტი თავის ტკივილი გაუჩინა. ბევრმა კი კეიტს საქციელი შეუქო. როგორც ჩანს, მეგან მარკლს არ სურს კეიტის გმირობის გამეორება და ამიტომაც სურს, მშობიარობის შემდეგ ხალხის თვალს მოერიდოს.
შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ გადაწყვიტა მშობიარობას დაესწროს და გაამხნევოს ცოლი. ბოლო დროს მეგანი საგრძნობლად ნერვიულობს მოახლოებული მშობიარობის გამო. რის გამოც სამეფო ექსპერტმა შეაქო ჰარი. და ისიც აღნიშნა, რომ წინა თაობაში ასე არ იქცეოდნენ. და შეიძლება ეს ტენდენცია დამკვიდრდეს კიდეც სამეფო ოჯახში.
სავარაუდოდ, მეგანისა და ჰარის პირველი შვილი აპრილში დაიბადება. ჰარი კი შვებულების, ორი კვირიდან ერთ თვემდე, აღებას აპირებს, რომ ახალშობილთან და ცოლთან ერთად მეტი დრო გაატაროს.
სხვათა შორის, მეგანი და ჰარი ბრიტანელი საზოგადოების მხრიდან ადრეც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვნენ. სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც Daily Mirror-ის რედაქტორმა პირს მორგანმა განაცხადა, რომ ყოფილმა მსახიობმა პრინცი რობოტად აქცია. მისი თქმით, ჰარი მოსაწყენი გახდა. მორგანის თქმით, მარკლმა ქმარს ალკოჰოლის სმა აუკრძალა. აგრეთვე ყველა იმ სასმლის, რაც კოფეინს შეიცავს "ვისურვებდი, ჰარის ისევ შიშველს ეთამაშა ვეგასში ბილიარდი". - გაახსენა საზოგადოებას ცნობილი ფაქტი პრინცის ცხოვრებიდან, რომელიც 2012 წელს მოხდა.
მეორე - ქმრის შემდეგ: ვინ არის მეგან მარკლის ახლო მეგობარი და "საიდუმლო მრჩეველი"