ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საბავშვო ბაღებში აღმოჩენილ დარღვევაზე
ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საბავშვო ბაღებში აღმოჩენილ დარღვევაზე
27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან ყველი, არაჟანი და ხაჭო ამოიღეს, მიზეზი პროდუქტში აღმოჩენილი შეუსაბამობაა. აღნიშნული კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ 111-ე ბაღში აღმოჩნდა.
ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე კომპანია “ნილი” ზრუნავს, რომლის წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“2019 წლის 7 მარტს ბაღების მართვის სააგენტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით, მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების - ყველის, ხაჭოს, არაჟნის - მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,
საკუთარი ინიციატივით, 13 ბაღში ჩაატარა კვლევა. დარღვევა არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა, ხოლო ყველთან მიმართებაში 10 ბაღიდან მხოლოდ - ერთში. ნიმუშები ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იგივე პარტიის რძის პროდუქტებიდანაა აღებული. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება, იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?!”

თავის მხრივ, მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია გეგმავს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს პიარმენეჯერ ნინო გულბათაშვილს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ნინო გულბათაშვილი:
- თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების კონტროლი მუდმივი პროცესია. ამ
შემთხვევაში, რძის პროდუქტების გარკვეული ნაწილის რაციონიდან ამოღება სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოწმების შედეგებზე რეაგირებაა. გამომდინარე იქიდან, რომ 13 შემოწმებული ბაღიდან, ერთი ბაღის ყველის პროდუქტში რძის ფხვნილი, არაჟანში - კი მცენარეული ცხიმი, მეორე ბაღის ხაჭოსა და არაჟანში ასევე მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროდუქტები ამოიღოს რაციონიდან და მოხდა დღიური მენიუს გადანაწილება იმგვარად, რომ კალორაჟი არ დარღვეულა, ეს პროდუქტები ჩანაცვლდა ცილოვანი პროდუქტით. ამასთანავე, სააგენტომ მიმართა კომპანია „ნილს“, რომ მოიძიოს სხვა მიმწოდებელი და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პროდუქტი პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  არაჟანი და ხაჭო დაბრუნებულია მენიუში, ყველი დარჩა, სხვა მომწოდებელი შემოიყვანა "ნილმა". რაც შეეხება მიმწოდებლის პრეტენზიას და უნდლობლობას, რომელსაც იგი უცხადებს კონკრეტულ ლაბორატორიას, ეს წარმოადგებნს ორ მხარეს შორის გასარკვევ საკითხს, და სააგენტო მასში არ ერევა.

- თუ იგეგმება, სხვა ქვეკონტრაქტორი კომპანიების გადამოწმება, ვისი წარმოებული საკვებიც შედის ბაღებში?
- ამასთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ ქვეკონტრაქტორების ან რომელიმე კომპანიის წარმოების შემოწმება არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას, სააგენტო ხელმძღვანელობს აკრედიტებული ლაბორატორიის აქტებით, ასევე ინფორმაციით, რომელიც მითითებულია ეტიკეტირების საშუალებით.

- მომხდარზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კომპანია „ნილს“ თუ „ქობულეთურს“?
- პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება კომპანია „ნილს“, რომელიც პასუხისმგებელია ბაღების მომარაგებაზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ციცი ომანიძე

1030
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?