"ვერ გამოგვყავს დარბაზიდან, სანამ სინათლე არ ჩაქრება" - ტანვარჯიშზე შეყვარებულ 6 წლის გოგონას უკვე 25 მედალი აქვს
მარიამ გაბრიაძე 6 წლის ტანმოვარჯიშეა და უკვე 25 მედალი აქვს მოპოვებული. 4 წლის იყო, როცა დედამ მისი განსაკუთრებული ნიჭი და მონდომება აღმოაჩინა და ამ დროიდან დღემდე ერთ-ერთ უკონკურენტო ბავშვად ითვლება. მარიამის დედა, შორენა ჯოხაძე გვიყვება:

- ტანვარჯიშზე შევიყვანე 4 წლის ასაკში. ორ კვირაში კი ტრენერმა შეჯიბრზე გაიყვანა. საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა მარნეულში და მაშინ აიღო მესამე ადგილი. იქედან მოყოლებული, რომ ნახა, მედალი ერგო, მთელი შემართებით მუშაობს. მაშინ სკოლაში არ დადიოდა და

დროის უმეტეს ნაწილს დარბაზში ატარებდა. თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში და აიღო პირველი ადგილი. მარიამის ტრენერები არიან დები ბოდაველები, სალომე და სოფო და მიყვანის დღიდან მათ ჩასჭიდეს ხელი მარიამს. მონაცემებით საქართველოში თუ არსებობს ასეთი ბავშვი, არ ვიცით, იმიტომ, რომ 25 მედალი აქვს უკვე, აქედან 15 ოქრო. 6 წლისაა უკვე და შარშან ვიყავით ბელარუსიაში და აიღო მეორე ადგილი.
mshoblebi

- საერთაშორისო ტურნირებში თუ იღებს უკვე მონაწილეობას?

- ჯერ ასაკი არ უწყობს ხელს. ახლა ქუთაისში აქვს 2 მაისს შეჯიბრი, საერთაშორისო ტურნირია და ჩამოდიან საზღვარგარეთიდან მონაწილეები. პირველი საერთაშორისო შეჯიბრი იქნება მარიამისთვის. თუმცა ამ კონკურსზე 9 წლის ბავშვებს ეჯიბრება. ორ ეტაპად გაჰყავთ მასწავლებლებს, 9-წლიან ბავშვებთან და თავისი ასაკის

ბავშვებთან. შეჯიბრიდან უმედლოდ არ დაბრუნებულა, დიდებსაც კი უგებს.

- თავიდან რატომ მიიყვანეთ ტანვარჯიშზე, ეს თქვენი სურვილი იყო, თუ თავად უნდოდა?

- მულტფილმებს არ უყურებდა საერთოდ. დაახლოებით სამი წლის იყო, ჩავურთავდი მულტფილმს და თავისით რთავდა სხვა ვიდეოებზე. ახლა მითუმეტეს ,,Youtube”-ზე პატარებმა ყველაფერი იციან და უყურებდა ვიდეოებს და ტანვარჯიშის ილეთებს აკეთებდა. მერე მეც დავინტერესდი და სალომესთან და სოფოსთან მივიყვანე. ჩათვალეთ, რომ უდიდესი დამსახურება ბავშვის წარმატებაში სწორედ მწვრთნელებებს ეკუთვნის.

- თავად მარიამი რას ამბობს ამ ყველაფერზე, მოსწონს წარმატებები?

- წელს პირველ კლასში შევიდა. კერძო სკოლაში სწავლობს. დილის 9 საათზე ეწყება და 4 საათამდე მყავს სკოლაში. 4-დან 8 საათამდე დარბაზშია. წამოსვლა იქედან არ უნდა, ეს იმდენად მისია, იმდენად თავისუფლად და ლაღად გრძნობს იქ თავს. რომ ემატება წლები და რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს, უფრო მეტს ითხოვს. ერთი შემთხვევა იყო, მესამე ადგილზე გავიდა და სიცხემ აუწია იმიტომ, რომ მესამე ადგილი მისთვის იყო რაღაც კატასტროფა. მიჩვეულია პირველობას, სულ ოქროს მედალს და მესამე ადგილი რომ დაიკავა, თან - უფროსებში, არ ადიოდა დაჯილდოებაზე. მერე ტრენერმა უთხრა, ,,ასე არ შეიძლება, საპრიზო ადგილი ყველა გამარჯვებააო“ და შეეჩვია. წლები რომ ემატება, ხვდება ამ ყველაფერს. მაშინ პატარა იყო ძალიან და განიცადა.
მარიამი იყო რთული ბავშვი. დედისერთაა და ექვსი წელი ველოდეთ მის დაბადებას. გაჩნდა ასე ნანატრი და ვერ შევაჩვიეთ ვერც ერთ ბაღს. რომ მივიდა დარბაზში, ეს იყო მისთვის იმდენად წარმოუდგენელი, მაგრამ შემდეგ მწვრთნელები დაეხმარნენ და მე, როგორც დედა, მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი მათ მადლობას ამისთვის. შვილივით ექცევიან. საოცრად შეეჩვია იქ ყოფნას, თორემ დედის გარეშე ნახევარი საათით ვერ ჩერდებოდა. რაც მივიდა იქ და დამოუკიდებლად შეუდგა ვარჯიშს, უკვე შეიცვალა. ვერ გამოგვყავს დარბაზიდან, სანამ სინათლე არ ჩაქრება, არ გამოდის.
mshoblebi

- რამდენად დატვირთულია ახლა და სწავლისთვის თუ რჩება დრო?

- 4 საათამდე სკოლაშივე მეცადინეობს. მერე უკვე გამომყავს სკოლიდან და მიმყავს ტანვარჯიშზე ყოველდღე, კვირის გარდა. ყოველდღე 4 საათი ვარჯიშობს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მარიამის ტრენერები ძალიან დიდ მომავალს ხედავენ მასში და არა მარტო ტრენერები. ერთ-ერთი უკონკურენტო ბავშვია და ყველა აღნიშნავს, რომ 7 წლიდან უკვე საერთაშორისო ტურნირებზე გაიყვანენ საზღვარგარეთ ბატუტზე ხტომაშიც და სპორტულ ტანვარჯიშშიც. ბატუტი და ტანვარჯიში ერთად ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ორივეში აქვს ნიჭი და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უნდა. გინესის წიგნში შევალთო, ამბობს მარიამის ტრენერი იმიტომ, რომ ორივე სახეობას თანაბრად უმკლავდება.

- თქვენ რას ურჩევთ მშობლებს, რომლებიც ამჩნევენ საკუთარ შვილებს რაიმესადმი გამოხატულ ინტერესს ან ნიჭს?

- ყველაზე კარგი კაპიტალდაბანდება არის შვილის სწავლა-განათლებაში ჩადებული ყოველი თეთრი, ენერგია, დრო. მესამე წელი დაიწყო, რაც მარიამი დარბაზში დადის და ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ჩემი შვილი ვარჯიშის განმავლობაში არასოდეს მარტო არ დამიტოვებია. მესამე წელიწადია, ყოველდღე დარბაზის ეზოში ველოდები ჩემს შვილს. იმხელა სიხარული და არაამქვეყნიური განცდაა, როცა მარიამი გადის პირველ ადგილზე, ოქროს მედალს იღებს და იქიდან მოღიმარი თვალებით მიყურებს, მეტი ბედნიერება არ ვიცი, რა უნდა იყოს მშობლისთვის.


თამარ იაკობაშვილი


altრის განვითარებას უწყობს ხელს ტანვარჯიში და რა ასაკში შეიძლება ბავშვის მიყვანა ამ სპორტზე?


ტეგები: ტანვარჯიში
2399
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
datka
0
მწვრთნელს ნიშნავს
11:11 / 10-05-2019
datka
0
ასეთ პატარა ასაკში ამდენი მედალი რომ გაქვს ,რა უნდა გისურვო ამაზე უფრო მეტი ,გაოცებული დამტოვე ,სულ გახარებული გევლოს ცხოვრებაში
19:32 / 03-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```