ზუგდიდელმა ქალმა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა. როგორც აღმოჩნდა, წყვილმა დაახლოებით ორი წლის წინ ექიმებს ინვიტრო განაყოფიერებისთვის მიმართა, თუმცა სამწუხარო ამბის გამო მათი გეგმები შეიცვალა. აღნუშნული ფაქტის შესახებ დაწვრილებით გვიყვება, "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, რომელმაც წყვილს დახმარება აღმოუჩინა და დიდი წვლილი შეიტანა ახალშობილის ამ ქვეყნად მოვლინებაში:
- 9 წლის უნაყოფობის შემდეგ მომართვა იყო ასეთი, მოვიდა ბიჭის დედა, რომელმაც მთხოვა, ერთი შვილი მყავს და მიშველეთ რამე, ცუდ დიაგნოზს გვეუბნებიანო. გვითხრეს, რომ შვილი მას არასდროს ეყოლებაო, თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მოვიდა კლინიკაში წვეროსანი მამაკაცი, რომელიც გარეთ გველოდებოდა, გვითხრა, რომ მისი შვილი ავარიით გარდაიცვალა, მესამე პროცედურამდე რამდენიმე დღით
ემბრიონის გადატანიდან ათ დღეში დადასტურდა ორსულობა, ვერ მოითმინა და ორი დღით ადრე გაიკეთა ტესტი ჩვენმა პაციენტმა. ჩვენთან რომ მოვიდა, ტიროდა ისიც და მთელი კლინიკა. 12 კვირის შემდეგ წავიდა ზუგდიდში და დაახლოებით ფეხმძიმობის 5 თვის ვადაზე, ძალიან კომპეტენტურმა ექიმმა ზუგდიდან უთხრა, რომ იყო ნაადრევი მშობიარობის საფრთხე, რაც თბილისშიც დადასტურდა და არ შემიძლია არ ვუთხრა იმ ექიმს მადლობა ასეთი პროფესიონალიზმისთვის. შემდეგ ორსული იყო ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ თბილისში და ბავშვი გააჩინა ვადაზე ორი კვირით ადრე ბუნებრივი მშობიარობით. ღმერთი ყველას გვეხმარეოდა, პაციენტსაც და ექიმებსაც. ჩემს თვალში ეს პაციენტი იყო გმირი და ახლა უკვე არის შესანიშნავი, ჯანმრთელი გოგონას გმირი დედა. ეს იყო სიყვარულის და გმირობის გამოხატულება ახლაგაზრდა ქალბატონის მხრიდან.
რუსკა კილასონია