"ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან" - ნინი ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენებისას დაღუპულ ბიძას იხსენებს
"ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან" - ნინი ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენებისას დაღუპულ ბიძას იხსენებს
გია ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ერთ-ერთი გმირი იყო. მიღებული ტრავმის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 11 აპრილს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით (№ 08042017/2) დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“. 
ის მომღერალ ნინი ქარსელაძის ბიძა იყო. ნინიმ მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

"9 აპრილი...
მართალია, ვერ მოვასწარი შენი გაცნობა, მაგრამ დაბადებიდან დღემდე, შენზე კარგის მეტი არაფერი მსმენია... ყველაზე მტკივნეული ალბათ ის არის, რომ 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ
წახვედი, 1 წლის შემდეგ მე მოვედი ამ ქვეყანაზე. მტკივნეულად მახსოვს ის, რომ არასოდეს არც მამა და არც ბებო ჩემს დაბადების დღეზე არ ყოფილან და წლების მერე მივხვდი მიზეზს, 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან.
ვინც გიცნობდა, ყველა მეუბნება, რომ გგავარ. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა, სულ წარმოვიდგენ, როგორი იყავი ცხოვრებაში... ალბათ ბევრად ლამაზი, ვიდრე ამ ფოტოში ხარ....
გია ქარსელაძე,  9 აპრილი".
mshoblebi

altორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები


10061
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```