"30 წლისამ გადავიკეტე მილები, მეშინოდა, კიდევ ერთი მონსტრი არ გაჩენილიყო" - როგორ განვითარდა ნაცისტების შვილების ცხოვრება
"30 წლისამ გადავიკეტე მილები, მეშინოდა, კიდევ ერთი მონსტრი არ გაჩენილიყო" - როგორ განვითარდა ნაცისტების შვილების ცხოვრება
ისტორიიდან ყველამ ვიცით მეორე მსოფლიო ომის დროს თუ რა დანაშაული მიუძღვოდათ ნაცისტებს კაცობრიობის წინაშე. სტატიაში გაეცნობით მათი შთამომავლების ცხოვრებას.

ბეტინა გერინგი
mshoblebi
ბეტინა გერინგი გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის შემდეგ მეორე ადამიანი იყო. იგი ცნობილია, როგორც საიდუმლო პოლიციის - გესტაპოს დამაარსებელი. ბეტინა მისი შვილთაშვილია. ახლა ცხოვრობს სანტა-ფეში და ბალახებით მკურნალობს.
დოკუმენტურ ფილმში "ჰიტლერის შვილები" ბეტინამ ინტერვიუში განაცხადა: "30 წლის ასაკში გადავიკეტე მილები, რადგან მეშინოდა კიდევ ერთი მონსტრის დაბადება. მე ძალიან ვგავარ გერმან გერინგს: თვალის ჭრილით, სახის ოვალით..."


altადამიანებზე ჩატარებული ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები -

სადამდე მიდის ფანტაზია?




ჯენიფერ ტიიგე
mshoblebi
მონიკა გერტვიკს, ამონ გეტის შვილს, ნიგერიელი შეუყვარდა და 1970 წელს დაიბადა ჯენიფერი. მართალია, გოგონა გააშვილეს, მაგრამ მას ჰქონდა კავშირი გეტის ოჯახის წევრებთან დედის გარდა, რომლის შესახებაც პირველად 20 წლის ასაკში გაიგო. მანამდე ნათესავები უბრალოდ "იმ გეტას" მოგვარეები ეგონა. ჰამბურგის ბიბლიოთეკაში გოგონა შემთხვევით წააწყდა წიგნს, რომელიც მისი წინაპრის ბიოგრაფია აღმოჩნდა. "ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხებიდან. ქმარს დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო, რადგან საჭესთან ვერ დავჯდებოდი", - იხსენებს ჯენიფერი. ჯენიფერი დაეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობიდან გამოიყვანა წიგნმა, რომელიც მან თვითონ დაწერა. წიგნის სათაური ასეთია: "ბაბუაჩემი ალბათ დამხვრეტდა".

ალექსანდრა მუსოლინი
mshoblebi
სხვა ნაცისტების
შთამომავლებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისი წარმომავლობის გამო დანაშაულს გრძნობენ, იტალიელი პოლიტიკოსი ალექსანდრა მუსოლინი ამაყობს ბაბუათი. ალექსანდრას გაუჩნდა სამი შვილი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ბაბუის გვარი მიეცა. ალექსანდრა ამჟამად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელია.
mshoblebi

კარტინ გიმლერი
mshoblebi
ერნესტ გიმლერი, ჰენრიხ გიმლერის უმცროსი ძმა, კატრინის ბაბუა იყო.
"ძალიან რთულია, როდესაც ასეთი წინაპარი გყავს. მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან, მაგრამ როგორც კი დაინტერესდებოდა ოჯახის წარსულით, მამა უბრალოდ ვერ აგრძელებდა საუბარს. ვხვდებოდი, როგორი რთული ცხოვრება განვლო მან. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო როდესაც გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ბაბუა ნაცისტი იყო".
mshoblebi
საკუთარი თერაპიისთვის კატრინმა დაწერა წიგნი "ძმები გიმლერები: გერმანული ოჯახის ისტორია". მისთვის რთული იყო ამ წიგნზე მუშაობა, მაგრამ ოჯახის ისტორიაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. და თუ შვილები დაუსვამენ კითხვებს, ის მზად არის უპასუხოს მათ.

გიუდრუნ ბევუტცი
mshoblebi
გიუდრუნი დაიბადა მიუნხენში 1929 წელს. ის იყო ჰენრიხ გიმლერის ქალიშვილი და კატრინის საყვარელი ბებია. გიმლერი აღმერთებდა თავის შვილს. მას რეგულარულად დაჰყავდა სამსახურში, ხშირად ურეკავდა და წერდა წერილებს. მოფერებით პიუპის ეძახდა.
mshoblebi
გიუდრუნი არ აღიარებდა მამამისის თვითმკვლელობას. მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ის მოკლეს. ომის შემდეგ ის და დედამისი დააპატიმრეს. 1946 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. გიუდრუნ ბერვუტცი გარდაიცვალა 2018 წელს, 88 წლის ასაკში.

altსაიდუმლო ნაცისტური ორგანიზაცია, რომელიც სუფთა რასის შექმნაზე მუშაობდა


24343
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
Marafet
0
გერინგი და გიმლერი არის რუსული თარგმანი. ქართულად იქნება ჰერინგი, ჰიმლერი. აგრეთვე არა გიტლერი, არამედ ჰიტლერი. ასო H - ჰ!
07:30 / 16-04-2019
ბიძგვინა
0
რაღაცას რომ გადმოიწერთ რუსული ყვითელი გვერდებითდან, სწორად მაინც გადმოწერეთ. ბეტინა გერიგნი კი არა ჰერმან გერინგი, ჰერმანი. თვენ შეგჭამათ ლიბერასტებმა!
00:10 / 16-04-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```