ხორცი ბავშვის საკვები რაციონის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. მისი მიღება 6-7 თვის ასაკიდან იწყება. მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე ბავშვს ყველაზე ჰიპოალერგიული და ადვილად მოსანელებელი ხორცი მისცეთ. ამ შემთხვევაში ქათმის ხორცი ყველაზე კარგი ვარიანტია. შემდეგ ეტაპზე კი ხბოს ხორცის მიცემაა რეკომენდებული. მნიშვნელოვანია, რომ ხორცი ახალი და ნედლი იყოს, თავად ქათამი კი ჯანსაღ პროდუქტზე გაზრდილი. ქათმის ხორცის შეძენამდე, გაარკვიეთ თუ როგორ ფერმაშია ის გაზრდილი და რა პირობებში ხდება მისი დამუშავება. აუცილებელია, რომ საწარმო სერთფიცირებული იყოს.
სასურველია, თუ ბავშვი ხორცს კვირის განმავლობაში 3-ჯერ მიიღებს. თავდაპირველად ძალიან ცოტა უნდა მისცეთ და დააკვირდეთ, როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს. როცა დარწმუნდებით, რომ პატარა ქათმის ნედლ ხორცს კარგად ინელებს, დღეში 30-40 გრამი ხორცი მიეცით. რაოდენობა ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და წლის ბოლოს უკვე 80 გრამამდე ხორცის მიცემაა შესაძლებელი. ბავშვი იოლად რომ შეეგუოს, თავდაპირველად უმჯობესია, დაბლენდერებული ხორცი შეურიოთ ბოსტნეულის პიურეს, მერე კი ხორცის კერძი ცალკე მოუმზადეთ. სასურველია, თუ ხორცს დაბლენდერებული სახით დიდი ხანი არ მისცემთ და მალევე გადაიყვანთ გატარებულ ან უბრალოდ წვრილად დაჭრილ ხორცზე. აუცილებელია, რომ ბავშვისთვის ხორცის მომზადებამდე, მას კანი მოაცალოთ.
ბავშვი ხორცს ადვილად რომ მიეჩვიოს, ის გემრიელი და რბილი უნდა იყოს. ამიტომ ქათმის შერჩევას დიდი ყურადღება მიაქციეთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ "ბიუ-ბიუს" ფილე, რომელიც პატარასთვის ყველაზე სასარგებლო ნაჭერია. ამ ბრენდის ქათამი ნატურალურ ქართულ სიმინდზეა გაზრდილი, რაც განაპირობებს იმას, რომ ხორცი ფაფუკი და არომატულია. ამ გზით თქვენ შეძლებთ, ბავშვს ხორცი ზედმეტი სირთულეების გარეშე შეაყვაროთ. შემდეგ კი უკვე ქათმის სხვა ნაჭრებიც შეგიძლიათ, შესთავაზოთ. თუმცა რეკომენდებულია, რომ ბავშვს ყოველთვის "ბიუ-ბიუს" ნედლი ხორცით მოუმზადოთ კერძი და არ გამოიყენოთ გაყინული, რადგან გაუყინავი პროდუქცია მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს.
და მაინც რატომ არის ქათმის ხორცი ასეთი სასარგებლო პროდუქტი?
როგორც ექიმები განმარტავენ, ის მდიდარია ცილით, რომელიც უჯრედებისა და ქსოვილების საშენი მასალაა და შემდეგ სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს: B ჯგუფის ვიტამინებს, ამინმჟავებს, ფოსფორს, რკინის ადვილად ასათვისებელ ფორმას. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კარგი მხედველობისთვის. ქათამის თეთრი ხორცში მუქთან შედარებით მეტი სრულფასოვანი ცილა და ნაკლები ცხიმია. ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი - 13%.
ქათმის ხორცი მდიდარია A, B და D ვიტამინებით.
B ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირაბს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასრგებლოა ნერვული სისტემისთვის, გვიცავს შაკიკისგან, დიაბეტისა და მაღალი ქოლესტერინისგან. D ვიტამინი ძვლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. A ვიტამინი თვალების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ქათმის ხორცის წყალობით ორგანიზმი შეითვისებს რკინას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის შეიცავს ფოსფორს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი კბილებისა და ძვლებისთვის.