მღვდელმა 20-წლიანი მსახურების შემდეგ ეკლესია დატოვა და მოდელობა დაიწყო - მისი ცხოვრება მისმა შვილმა შეცვალა
მღვდელმა 20-წლიანი მსახურების შემდეგ ეკლესია დატოვა და მოდელობა დაიწყო - მისი ცხოვრება მისმა შვილმა შეცვალა
დღეს ინტერნეტის მეშვეობით რამდენიმე საათშია შესაძლებელი, გახდე ვარსკვლავი. თუ გუშინ თქვენზე არავინ არაფერი იცოდა, დღეს სოციალურ ქსელში ათასობით გაზიარებით,  გაზეთში ან ჟურნალში დაბეჭდილი თქვენი ფოტოს წყალობით შეიძლება მთელმა მსოფლიომ გაგიცნოთ.
ასე მოხდა ამ ადამიანის შემთხვევაშიც. მღვდელი ყველასთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მისი ფოტოსესიის შედეგები გამოქვეყნდა. ახლა კი ყოფილი მღვდელი იმდენად კმაყოფილია შედეგით, მოდელის კარიერაზე სერიოზულად ფიქრობს და სულ არ შეეშინდა საკუთარი ცხოვრების 180 გრადუსით შეცვლის.
mshoblebi
მოდელის კარიერის
დაწყებამდე

სასულიერო პირის სტუდენტმა შვილმა მამის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აქედან დაიწყო მისი პოპულარობა. კოლინ ჰეისლეტი ამბობს: "მამაჩემი 45 წლისაა და მან დაიწყო მოდელის კარიერა. არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი. ასე რომ, მე მამასთან ერთად უკვე ბევრი მიცნობს Twitter-ზე".
ფოტოებმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დადებიდან პირველივე საათში ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა.
mshoblebi
მამა-შვილი

ტოლიდო არის პატარა ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენი სტატიის გმირი ცხოვრობდა და მსახურობდა. კლინტ ჰეისლეტი ქადაგებდა, წყვილებს აქორწინებდა და არც უფიქრია, რომ ოდესღაც ცნობილი გახდებოდა.

მაგრამ, რამდენიმე თვის წინ კლინტმა გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია. მოდური ტანსაცმლის გამყიდველად დაიწყო მუშაობა, სპორტულ დარბაზში ვარჯიშს შეუდგა და მიაკითხა სტილისტსაც. სტილისტმა უთხრა, რომ მოდელის
გარეგნობა ჰქონდა და ურჩია, ბედი ეცადა სამოდელო სფეროში. 
mshoblebi
კლინტი ადრეც აღიარებდა, რომ სიმპათიური იყო, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა გარეგნობას. სრულიად შემთხვევით ზემოხსენებული სტილისტი ასევე აღმოჩნდა მენეჯერი მარკეტინგულ კომპანიაში. ეს ფირმა ქმნის თანამედროვე მზის სათვალეს. ასე გადაიღეს კლინტი პირველ ფოტოსესიაში, სხვათა შორის მას ამაში თანხა არ მიუღია. ფოტოგრაფმა გადაიღო თითქმის სამი ათასი სურათი, მაგრამ კლინტს საჯაროდ არ გაუზიარებია. თუმცა, ეს გააკეთა მისმა შვილმა. და საყოველთაო პოპულარობაც დაიწყო.

კლინტისთვის მულოდნელი იყო სოციალურ ქსელში ამხელა გამოხმაურება. პოპულარობამდე ჯერ კიდევ ნახევარი კვირით ადრე მას არ ჰქონდა Instagram და Twitter, მაგრამ ახლა ვაჟის წყალობით შექმნა პირადი გვერდი და ყურადღებით ათვალიერებს კომენტარებს.
mshoblebi
კლინტი მხოლოდ ინტერნეტში არ არის პოპულარული. ვაჟთან ერთად მას უკვე იწვევენ ტელევიზიებში და აკეთებენ ინტერვიუებს ჟურნალებისთვის. გასაოცარია, რომ ჰოლივუდის გარეგნობის მოდელი საერთოდაც არ არის ქედმაღალი. ის ამბობს: "მე არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. უბრალოდ მივიღე გარშემო მყოფების, ახლობლების რჩევები. ხანდახან უნდა მოუსმინო, რას ამბობენ სხვები."
mshoblebi
ცოლთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ სასულიერო პირს მილიონობით თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს, მან განაცხადა, რომ მისთვის  პირველ ადგილზე ადრეც და ახლაც მისი მეუღლეა. კლინტი და რონა სკოლიდან ერთად არიან და ქალი ყველაფერში მხარს უჭერს ქმარს.

3987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```