"ჩვენ მოვლილები, ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით ჩვენს მეორე ნახევარს და..." - ნუკი კოშკელიშვილი გათხოვილი ქალების ხვედრზე
"ჩვენ მოვლილები, ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით ჩვენს მეორე ნახევარს და..." - ნუკი კოშკელიშვილი გათხოვილი ქალების ხვედრზე

მოდელსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილი ბოლო პერიოდში  საჯაროდ ქალურ თემებზე საუბრისგან თავს იკავებდა. 
გამომწერებს მოენატრათ მისი ნააზრევის მოსმენა და ასეთი კომენტარიც დაუწერა: "კარგ ფოტოებს, რაღაც  კარგ და ვრცელ "სტატიას" უთმობდი და უცნაურია ახლანდელი სიცარიელე".
როგორც ჩანს ნუკიმ ეს ყოველივე გაითვალისწინა და ახალი შემართებითა და ენერგიით ისაუბრა კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე.
"არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ, ბებია თუ უბრალოდ დიასახლისი. უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს რომ ლამაზები და მიმზიდველები ვართ.
მე

მქონია პერიოდი, როდესაც გათხოვების შემდეგ, სულ სახლურად, გაჩეჩილს, შეუღებავს გამიტარებია რამდენიმე დღე.
და მერე შენს მეუღლეს კი არ ეცვლება შენზე წარმოდგენა, შენ თავად კარგავ იმ თავდაჯერებულობას, რაც აქამდე გქონდა.
თანაცხოვრების პირველი დღიდან უნდა დააწესოთ დრო საკუთარი თავისთვის, უნდა დააყენოთ თქვენი თავი უპირველეს ყოვლისა.
მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ დღეს მისი ცოლი მთელი დღე თავის თავს უთმობს.
ვიცი, ვიცი ასე არ ხდება.
და იცით, ეს არის ოჯახში განხეთქილებების მთავარი მიზეზი. ჩვენ მოვლილები ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით (სიყვარულით) ჩვენს მეორე ნახევარს, მერე ბავშვები, ის ეს და ჩვენი თავი გვავიწყდება.
5 წლის მერე რომ მოვუტრიალდეთ ქმარს და ვუთხრათ: "დღეს მე არ მცალია თავს ვუვლი, მოდი ახლა შენ
მიხედე ბავშვს და საჭმელს, უკვირთ და არ მოსწონთ.
გაგიკვირდება, აბა რა, ხუთი წელი არაფერი გჭირდებოდა ახლა რატომ მოგინდა?
არ ვიცი გადმოგეცით თუ არა აზრი სწორად.. იმის თქმა მინდა, რომ ურთიერთობის პირველი დღიდან უნდა იყოთ ის ვინც ხართ და უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი პირველ რიგში და მერე უკვე ყველა დანარჩენი.
ქართველ ქალს სჩვევია სიყვარულით ოჯახზე გადაყოლა და თავის დავიწყება, სამწუხაროდ ამას არავინ აფასებს..
მე იმას არ ვიძახი არ უნდა მიხედო ოჯახს, უბრალოდ ჩვენ თავსაც ნუ დავივიწყებთ...
იხილეთ ვრცლად

alt"ვწერ და ბავ­შვის ფაფა მაქვს თმებ­ში... მოტივაცია დავკარგე, მინდება ძველი დროის დაბრუნება" - ნუკი კოშკელიშვილის პოსტი

alt„აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!“ - მომატებული კილოგრამების მიუხედავად ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტუმით პოზირებს


 

5702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ანის
3
ნუ იქნებ ქმარშვილზე გადაყოლილიო უნდა დაგეწერა ალბათ! შენს მაგივრად თუ სხვა გაუთენებს შვილებს ღამეებს და შენს მაგივრად თუ სხვა ინერვიულებს მის ყოველ ავადობაზე და სხვა პრობლემებზე რათქმა უნდა ადვილია ისევ ისე გამოიყურებოდე როგორც გათხოვებამდე.
15:12 / 15-04-2019
ანი
2
ჩემი ნუკი მე ისევ ისეთი ლამაზი და მოვლილი ვარ როგორც 16 წლის წინ .. ნუ იქნები ზარმაცი და მოუარე შენს თავს
23:08 / 13-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```