შაბათ-კვირის უკვე დამკვიდრებული ტრადიცია - ჭავჭავაძის "ბიბლუსი გალერეაში" გატარებული კითხვის
საათი, ბევრისთვის ოჯახურ ტრადიციად გადაიქცა - ბავშვები იქ მშობლებთან ერთად მიდიან, მათთან ერთად უსმენენ ცნობილი ადამიანების მიერ მათთვის წაკითხულ ზღაპრებსა და მოთხრობებს, გებულობენ ბევრ საინტერესო ამბავს, იღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და კითხვის საათის შემდეგ სახალისო აქტივობებშიც ერთვებიან.
როგორც მშობლები ყვებიან, გარდა იმისა, რომ იპოვეს ადგილი, სადაც შვილებთან ერთად სასიამოვნოდ ატარებენ დროს, ასევე ახარებთ ის, რომ ბავშვები წიგნების სიყვარულს ეჩვევიან და თანაც, ბევრ ცნობილ ადამიანს ნახულობენ და წიგნებისადმი მათი დამოკიდებულებაც რასაკვირველია, საუკეთესო მაგალითია პატარებისთვის. ეს ალბათ ერთ-ერთია იმ საუკეთესო აქტივობებს შორის, რაც შეიძლება მშობელმა ბავშვს შესთავაზოს.
ამჯერად "ბიბლუსი გალერეამ" კვლავ განსაკუთრებული ადამიანები შეარჩია ბავშვების მასპინძლების როლში.
13 აპრილს , 17:00სთ- ზე, პატარების მასპინძელი ყველასთვის საყვარელი მწერალი, ტელეწამყვანი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე იქნება. ის პატარა მეგობრებს საბავშვო მოთხრობებს წაუკითხავს.
14 აპრილს კი, 15:00სთ-ზე, მშობლების და ასევე პატარების დიდი თხოვნით, პატარების კიდევ ერთი განსაკუთრებული კითხვის საათი ელით - „ბიბლუსი გალერეაში“ მათი მასპინძელი, ყველასთვის საყვარელი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა იქნება, რომელიც საბავშვო მოთხრობებს წაუკითხავს სტუმრებს. მაკა ძალიან გაახარა პატარების მოპატიჟებამ და სიამოვნებით გაატარებს ერთ სასიამოვნო საათს მათთან ერთად.
ღონისძიებების მხარდამჭერია "არტი და კრაფტი" და სათამაშოების მაღაზია "პეპელა".
ორივე ღონისძიებაზე რეგისტრაცია სავალდებულია. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.