რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც საავტომობილო მაგისტრალებთან ახლოს ცხოვრობენ
რა უნდა იცოდნენ  მშობლებმა, რომლებიც საავტომობილო მაგისტრალებთან ახლოს ცხოვრობენ
ცენტრალურ გამზირებთან მცხოვრებ მშობლებს ყველაზე ხშირად ავარიები და შვილების ფიზიკური უსაფრთხოება აღელვებთ. არადა ახალი კვლევით დასტურდება, რომ მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებიც საავტომობილო მაგისტრალების მახლობლად ცხოვრობენ, ორჯერ უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ კომუნიკაციის უნარების ტესტში დაბალი შედეგები ექნებათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც საავტომობილო მაგისტრალებიდან მოშორებით ცხოვრობენ. ამის შესახენ სი-ენ-ენი წერს. 

"ჩვენთვის ცნობილია, რომ საავტომობილო მაგისტრალებთან ახლოს ცხოვრება ნიშნავს ჰაერის მაღალი დაბინძურების ეპიცენტრში ცხოვრებას. ", განაცხადა სანდი ჰამ - კვლევის ხელმძღვანელმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებისას საავტომობილო მაგისტრალების მახლობლად ცხოვრობდნენ, 6-8 წლის ასაკში, არა
ვერბალური და ვერბალური კომუნიკაციის განვითარების უფრო დაბალი კოეფიციენტი და უფრო შეზღუდული ვიზუალურ-მოტორული უნარები აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებიც საავტომობილო მაგისტრალებიდან მოშორებით ცხოვრობენ. თუმცა 

mshoblebi


მათ მიერ წარმოებულ კვლევაში მონაწილეობდა 5 000-ზე მეტი ბავშვი, რომლებსაც რამდენჯერმე ჩაუტარდათ კვლევა ასაკობრივი განვითარების კითხვარის საშუალებით, რომელიც ბავშვის განვითარების დონეს ამოწმებს ხუთი მიმართულებით:
  1. ნატიფი მოტორული უნარები,
  2. მსხვილი მოტორული უნარები,
  3. კომუნიკაციის უნარი,
  4. სოციალური ფუნქციონირება
  5. პრობლემის გადაჭრის უნარი.

აფასებდნენ რა, თუ რა მანძილის დაშორებით ცხოვრობდნენ ბავშვები საავტომობილო მაგისტრალებიდან, მკვლევარები პარალელურად ამოწმებდნენ თუ რამდენად ექცეოდა თითოეული ბავშვი ოზონისა და წვრილი ნაწილაკების (2.5 მიკრონის დიამეტრის მქონე მავნე ნივთიერებათა ნაწილაკების) ზემოქმედების ქვეშ; ეს ორი კომპონენტი წარმოადგენს
დამაბინძურებლებს, რომლებიც ტრანსპორტის საავტომობილო გზებზე გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და რომელიც ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება. ოზონი ზემოქმედებს ფილტვებზე, იწვევს რა სასუნთქი გზების გასწვრივ არსებული კუნთების შეკუმშვას. წვრილი ნაწილაკები, რომლებიც ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე 30-ჯერ უფრო მცირეა, იწვევს ფილტვების გაღიზიანებას და ზოგიერთ შემთხვევაში, სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამომწვევ მიზეზსაც წარმოადგენს.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ საავტომობილო მაგისტრალებთან ახლოს ცხოვრება, 3 წლის ასაკის ბავშვებში, დაახლოებით ორჯერ ზრდის კომუნიკაციის უნარის განვითარების შეფერხების რისკს," განაცხადა სანდი ჰამ. "ახლოს", მისი განმარტებით, ნიშნავს 500 მეტრზე (დაახლოებით 0.3 მილზე ან ნახევარ კილომეტრზე) უფრო ახლო რადიუსში ცხოვრებას, და არ გულისხმობს საავტომობილო მაგისტრალებიდან 1 კილომეტრით (ან 0.6 მილით) დაშორებულ მანძილზე ცხოვრებას.


"ჩვენ, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში და, ასევე, ჩვილობის პერიოდში, ძლიერ დაბინძურებულ გარემოში, განსაკუთრებით ოზონით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, უკავშირდება ნებისმიერი მიმართულებით განვითარების შეფერხების რისკს", - განაცხადა სანდი ჰამ. 
mshoblebi
აღნიშნული კვლევა, რომელიც ორშაბათს ჟურნალში "Environmental Research" გამოქვეყნდა, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ადასტურებს.

"როგორც ჩანს, ამ მავნე ნივთიერების ზემოქმედება პოსტნატალურ, ანუ დაბადების შემდგომ პერიოდში უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე პერინატალურ, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდში," თქვა სანდი ჰამ. ბავშვებში, რომლებიც დაბადების შემდეგ ოზონის მაღალი შემცველობის გარემოში იზრდებოდნენ, 8 თვის ასაკში, დაახლოებით 3,3%-ით უფრო მაღალი იყო რომელიმე მიმართულებით განვითარების შეფერხების გამოვლენის რისკი, ასაკობრივი განვითარების ტესტის მიხედვით; ხოლო 24 თვის ასაკში - 17,7 %-ით უფრო მაღალი იყო ზოგადი განვითარების შეფერხების გამოვლენის რისკი, მაშინ როცა, 30 თვის ასაკში - 7.,6%-ით მაღალი იყო ზოგადი განვითარების შეფერხების გამოვლენის რისკი.

სანდი ჰა და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი იბადება, იგი კარგავს იმ დაცვას, რომელსაც დედის ორგანიზმი უქმნიდა მას, როდესაც "გაფილტრულ" ჰაერს აწვდიდა.
სამაგიეროდ, უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვა: თუ როგორ იწვევს ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული დაბინძურება განვითარების შეფერხებას? ამის გასარკვევად მეცნიერთა ჯგუფი დამატებითი კვლევის ჩატარებას მიიჩნევს საჭიროდ. 
"ჩვენი კვლევის ფარგლებში არ წარმოებულა მიზეზების კვლევა, ამგვარად ჩვენ ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, თუმცა მე, პირადად, ძალიან მაინტერესებს, თუ არის ამის მიზეზი", განაცხადა სანდი ჰამ.

გლაზგოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის ლექტორის, ბრედა კულენის განცხადებით, აღნიშნული კვლევის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ მასში საკმაოდ დიდი რაოდენობის საკვლევი პირები იყვნენ ჩართული და, გარდა ამისა, მასში დამაბინძურებლების გავლენის დასადგენად გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტიპის მონაცემები (საავტომობილო მაგისტრალებიდან საცხოვრებელ ადგილამდე მანძილი და დამაბინძურებლების კონცენტრაციის განსაზღვრა).

თუმცა, ბრედა კულენი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა, ასევე აღნიშნავს, რომ მკვლევარების მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა ის სოციო-დემოგრაფიული ფაქტორი, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა ბავშვების განვითარებაზე.

"აღნიშნული ფაქტორები რომ გაეთვალისწინებინათ, საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს ცხოვრებასა და ბავშვის განვითარების შეფერხებას შორის კავშირი, სავარაუდოდ, გაცილებით სუსტი აღმოჩნდებოდა" კომენტარს აკეთებს იგი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ თავის წერილში.
mshoblebi
მისი განცხადებით, ვინაიდან ბევშვების უმეტესობა ცხოვრობს გარემოში, რომელიც საშუალოზე მეტად არის დაბინძურებული, მკვლევარების მიერ წარმოებული გაზომვები, მეტ-ნაკლებად გაზვიადებულად წარმოაჩენს რისკის მცირედით მატების შედეგებს. "მათ კველვაში წარმოდგენილი რისკის მცირედი მატება კვლევის მხოლოდ იმ მონაწილეებში შეიძლება დაფიქსირებულიყო, რომლებიც დაბინძურების ეპიცენტრიდან დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობდნენ".

საკუთარ კვლევის შედეგად, კულენმა აღმოაჩინა, რომ გარემოში არსებული მავნე ნაწილაკები და აირის ფორმით არსებული აზოტის ოქსიდი მხოლოდ უმნიშვნელოდ აფერხებს უნარებს, რაც რეაგირების დროისა და მეხსიერების ტესტებით დასტურდება, საშუალო ასაკის- 36-55 წლის და 55 წელს გადაცილებულ ზრდასრულ პირებში.

დიდ ქალაქებში ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობას თუ გავითვალისწინებთ, ამ ქალაქებში არსებული ჰაერის დაბინძურების დონე არ უნდა ჩამოუვარდებოდეს საავტომობილო მაგისტრალების მიდამოებში არსებულ ჰაერის დაბინძურების დონეს. თუმცა სხვაობა მაინც არსებობს; კულენის განცხადებით: "მათი შედარება არც კი შეიძლება, ვინაიდან ქალაქებში, საგზაო მოძრაობის გარდა, ჰაერის სხვა ბევრი დამატებითი დაბინძურების წყარო არსებობს". დაბინძურების სხვა წყაროებს განეკუთვნება ნარჩენების დაწვის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის დამაბინძურებლები და თამბაქოს კვამლი.

საბოლოო ჯამში, რისკის ზრდა, რომელზეც მოცემულ კვლევაშია საუბარი, "ძალიან უმნიშვნელოა" განაცხადა კულენმა.

მიუხედავად ამისა, სანდი ჰა დასძენს, რომ "ვინაიდან იმ ადამიანების პროცენტული წილი, რომლებსაც მოცემული რისკ-ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ არია, ძალიან მაღალია, აუცილებელია ამ მიმართულებით მოქმედება".
წყარო
524
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```