რუსი სამართალდამცველები იძიებენ პეტერბურგელი ქალის საქმეს, რომელსაც 10 წლის ქალიშვილის "გაქირავებაში" ედება ბრალი. დანაშაულებრივ საქმეში ქალს ყოფილი ქმარი ამხელს, რომლის თქმითაც - მან ბრალდებულის "კლიენტებთან" მიმოწერის ამსახველი "სქრინშოტები" პოლიციას გადასცა. მიმოწერაში ქალი სკოლის მოსწავლე შვილის უცხო მამაკაცთან რამდენიმე დღით დარჩენის დეტალებს აზუსტებდა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Газета.Ru წერს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბავშვის მამის საუბრის მიხედვით, მისი ყოფილი ცოლი, მამაკაცებისგან ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხისთვის, 5-დან 10 ათასამდე რუბლს იღებდა. "კლიენტები" ძირითადად მისი საყვარლები იყვნენ.
ტელეკომპანია РЕН ТВ-ს ცნობით, არსებობს მიმოწერაც: "ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ - მე გაძლევ შენ ფულს, შენ მაძლევ ტანიას (გამოცემა წერს, რომ ბავშვის სახელი შეცვლილია) თუმცა, რატომღაც ბავშვი არ ჩანს და რატომ?" - კითხულობს უცნობი მამაკაცი სატელეფონი მიმოწერაში. ქალი პასუხობს რომ ეს "მესინჯერში" განსახილველი თემა არ არის და სთხოვს დააკონკრეტოს, რისთვის სჭირდება მისი შვილი. რაზეც იღებს პასუხს: "პირადი საქმისთვის, ხომ მოვილაპარაკეთ ამის შესახებ?!". ამის შემდეგ, ქალი მას უთანხმდება და სთავაზობს, რომ შეუძლია მივიდეს და გოგონა წაიყვანოს...