აბორტის გამო, შესაძლოა, დედები და ექიმები ძალიან მკაცრად დასაჯონ - ახალი კანონპროექტი
აბორტის გამო, შესაძლოა, დედები და ექიმები ძალიან მკაცრად დასაჯონ - ახალი კანონპროექტი
"ადამიანის ცოცხალი ნაყოფი - განაყოფიერებული სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შერწყმის შემდეგ - ისეთივე უფლებებით, გარანტიებით, პრივილეგიებით სარგებლობს, როგორც სხვა ნებისმიერი ბავშვი." - ნათქვამია ახალი კანონპროექტის პრეამბულაში, რომელსაც ტეხასის კანონმდებლები განიხილავენ.
დოკუმენტის მიხედვით, დედაც და ის მედიცინის მუშაკები, რომლებიც აბორტში მიიღებენ მონაწილეობას, მკველელობის ბრალდებით უნდა გასამართლდნენ, რაც სიკვდილით ისჯება. კანონპროექტი 2017 წლიდან არსებობს, მაგრამ მხოლოდ ამჟამად დაიწყო მის განხილვა. მის ავტორს, ტონი ტინდერჰოლტს გამარჯვების იმედი აქვს.
ტონი ტინდერჰოლტის თქმით, მას არ სურს ქალების კრიმინალებად
გადაქცევა. "პროექტი იმგვარადაა შედგენილი, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობას მიიღებს აბორტში, მე მას მკვლელობას ვეძახი, უნდა დაისაჯოს. ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონის თანახმად, თუ მთვრალი მძღოლი ფეხმძიმე ქალს გაიტანს, მას ორმაგი სასჯელი ემუქრება, თუ თქვენ კლავთ ფეხმძიმე ქალს, ორმაგ სასჯელს იხდით. ამგვარად ქალები კი არ გამომყავს კრიმინალებად, უბრალოდ, კანონი ყველასთვის თანაბარი გახდება."
ადგილობრივი მედიის თქმით, აბორტის წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ ტინდერჰოლტს იმდენი მუქარის წერილი მიუვიდა, რომ მას დაცვა გამოუყევს.
"დაფიქრდით, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რომ ქალს სიკვდილი მიუსაჯო იმის გამო, რაც მან არდაბადებული ბავშვის მიმართ ჩაიდინა?" - აღშფოთება გამოთქვა დალასის წარმომადგენელმა დემოკრატმა ვიქტორია ნივმა.
1655
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
546
0
რა მარტივი,გასაგები და მშვენიერი ახსნაა : ’’თუ მთვრალი მძღოლი ფეხმძიმე ქალს გაიტანს, მას ორმაგი სასჯელი ემუქრება, თუ თქვენ კლავთ ფეხმძიმე ქალს, ორმაგ სასჯელს იხდით’’..... თუ ქალი იკეთებს აბორტს და ისე კლავს-‘’პროგრესული’’,’’ღირსეული’’ ქალია …
03:57 / 15-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```