ტონი ტინდერჰოლტის თქმით, მას არ სურს ქალების კრიმინალებად გადაქცევა. "პროექტი იმგვარადაა შედგენილი, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობას მიიღებს აბორტში, მე მას მკვლელობას ვეძახი, უნდა დაისაჯოს. ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონის თანახმად, თუ მთვრალი მძღოლი ფეხმძიმე ქალს გაიტანს, მას ორმაგი სასჯელი ემუქრება, თუ თქვენ კლავთ ფეხმძიმე ქალს, ორმაგ სასჯელს იხდით. ამგვარად ქალები კი არ გამომყავს კრიმინალებად, უბრალოდ, კანონი ყველასთვის თანაბარი გახდება."
ადგილობრივი მედიის თქმით, აბორტის წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ ტინდერჰოლტს იმდენი მუქარის წერილი მიუვიდა, რომ მას დაცვა გამოუყევს.
"დაფიქრდით, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რომ ქალს სიკვდილი მიუსაჯო იმის გამო, რაც მან არდაბადებული ბავშვის მიმართ ჩაიდინა?" - აღშფოთება გამოთქვა დალასის წარმომადგენელმა დემოკრატმა ვიქტორია ნივმა.