"თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის"
"თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის"
თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ იქადაგა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა, რათა განიკურნოს ვნებებისგან. "როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ვფიქრობთ ხალხზე, ჩვენ მივდივართ იმ
დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარი არის ის, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის", - აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დიდ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ.
510
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```