ინტერნეტში გავრცელდა ძალიან სახალისო ვიდეო, რომელზეც გადაღებულია, შემთხვევით როგორ ჩაშალეს რეალითი-შოუს გადაღება ბრედლი კუპერმა, ირინა შეიკმა, მათმა ქალიშვილებმა და ძაღლებმა. სანტა-მონიკას პლაჟზე, სადაც მტვ-ის რეალური შოუს Ex On The Beach-ის მორიგი გადაღებები მიმდინარეობდა, კუპერის ოჯახობაც დასეირნობდა. მოულოდნელად კადრში ჯერ ბრედლი გამოჩნდა, ძაღლებით, მერე კი ირინა - ბავშვით.
ოპერატორმა სცადა ეჩვენებინა მსახიობისთვის, რომ იღებდნენ და კადრიდან გასულიყო, თუმცა როგორც ჩანს, ის დიდად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მერე კი საერთოდაც გაჩერდა შუა კადრში და დაელოდა თავის გოგოებს:)
ვიდეო, რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარული გახდა და ვირუსულად გავრცელდა.
"სამოსანი იყო... მაიმუნს ვეძახდით..." - ირინა შეიკის კლასელები ახლაც ვერ "ინელებენ" მის წარმატებას