წიგნის ჩუქების კამპანიას განათლების მინისტრი შეუერთდა - „წიგნის ჩუქება შემეცნების სიხარულის გაზიარებაა სხვებისთვის"
წიგნის ჩუქების კამპანიას განათლების მინისტრი შეუერთდა - „წიგნის ჩუქება შემეცნების სიხარულის გაზიარებაა სხვებისთვის"
მწერალ გიორგი კეკელიძის მიერ წამოწყებული კამპანია "აჩუქე წიგნი" საყოველთაო გახდა და მასში უამრავი, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანი ჩაერთო.

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სიამოვნებით შეუერთდა ამ სახალხო პროექტს, რომელიც, როგორც საზოგადოების აქტიურობიდან ჩანს, ყოველწლიური ტრადიცია გახდება მკითხველთა უზარმაზარი არმიისთვის.

მიხეილ ბატიაშვილი: „წიგნის ჩუქება შემეცნების სიხარულის გაზიარებაა სხვებისთვის – ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, მეგობრისა თუ სრულიად უცნობისთვის. ბავშვებისათვის კი ეს მომენტი სრულიად განსაკუთრებული და ახალი განცდებისა თუ გამოცდილების დასაწყისი შეიძლება გახდეს. სიამოვნებით ვუერთდები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის 23 აპრილის
წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივას. მჯერა, რომ ამ შესანიშნავ წამოწყებას ჩვენი მრავალი თანამოქალაქე შეუერთდება და ყველა ერთად ფასეულ ტრადიციას დავუდებთ სათავეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჩემი მხრივ ვიწვევ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს.“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალში არაერთი ღონისძიებით შეუერთდება წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივას.

altწიგნის ჩუქების დღე - პოპულარული წამოწყება, რომელშიც ცნობილი ადამიანები აქტიურად ჩაერთვნენ!


77
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```