43 წლის ანჯელინა ჯოლი 12 აპრილს, ხანგრძლივი და სადავო პროცესის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად გაშორდა ბრედ პიტს. განქორწინების პროცესი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და აი, მხოლოდ ახლა დამთავრდა.
ანჯელინამ გადაწყვიტა, ყველაფერზე თქვას უარი, რაც ყოფილ ქმარს ახსენებს - მათ შორის მის გვარზეც. როგორც ცნობილია, 2014 წელს, როდესაც ენჯი ბრედ პიტს ოფიციალურად გაჰყვა ცოლად, ორმაგი გვარი აითო და მას მერე ჯოლი-პიტად მოიხსენიებოდა. თუმცა ახლა გააფორმა საბუთები და მხოლოდ პიტი იქნება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ენჯი გვარს იცვლის. მსახიობს, რომელიც ჯონ ვოიტისა და მარშელინ ბერტრანის ქალიშვილია, დაბადებისას დაარქვეს ანჯელინა ჯოლი ვოიტი. თუმცა მამასთან უთანხმოების გამო ჯერ კიდევ 2002 წელს თქვა უარი მის გვარზე და მხოლოდ ანჯელინა ჯოლიდ მოიხსენიებოდა.
ვინ არის ანჯელინა ჯოლის ძმა და რატომ თქვა და-ძმამ უარი მამის გვარზე