ამბობენ, რომ აზიელი ბავშვები ყველაზე ჯანმრთელები არიან - აი, რამდენიმე მიზეზი
ამბობენ, რომ აზიელი ბავშვები ყველაზე ჯანმრთელები არიან - აი, რამდენიმე მიზეზი
ყველა ქვეყანაში საკუთარი დამოკიდებულება აქვთ ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე. ზოგი ლოიალურადაა განწყობილი მათდამი, ზოგი კი უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ბავშვებს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიელი ბავშვები ყველაზე ჯანმრთელები არიან მსოფლიოში. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. სწორი კვება

იაპონური სასკოლო პროგრამა სადილის რაციონზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ზრუნავდა. მთავარი მიზანი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებულ მშიერი ბავშვების გაჯანსაღება იყო. თანამედროვე მიდგომა დიდად არ განსხვავდება ძველი წესებისაგან. კვების პროგრამა
ითვალისწინებს საკვების სწორად გადანაწილებას ყველა იმ ჯანსაღი პროდუქტით, რაც მზარდი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.
mshoblebi
ჩვენთვის ჩვეული პირველი-მეორე-მესამეს ნაცვლად, აზიელი ბავშვების რაციონი დაყოფილია სხვადასხვა ტიპის საკვებად: ბულიონი ან სხვა წვნიანი, ბრინჯი, ბოსტნეული, ერთი ნაჭერი ხორცი ან თევზი. საკვების ნორმა ყოველთვის ოპტიმალურია. არც ძალიან დიდი და არც ძალიან მცირე, აუცილებელ ნორმასთან შედარებით.

2. აქტივობები სკოლის გარეთ

სავაბშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აქტივობებს სუფთა ჰაერზე. ბავშვები ეცნობიან გარე სამყაროს, სწავლობენ ქცევის წესებს და, რა თქმა უნდა, თამაშობენ ბუნებაში. ამ მეთოდით უვითარდებათ მათ მყარი იმუნიტეტი და ეს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
mshoblebi
საშუალო და უფროს კლასელებს ფიზკულტურის თითქმის ყველა გაკვეთილი ეზოში უტარდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცუდი ამინდია და
ამას ბავშვების ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. გაკვეთილების შემდეგ ზოგიერთი მოსწავლე სპორტულ კლუბებში მიდის და ვარჯიშს იწყებს. იქაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული აქტივობებით დაკავდნენ სუფთა ჰაერზე.

3. გამოცდებიც შენობის გარეთ, სუფთა ჰაერზე უტარდებათ

ამ მეთოდს იაპონურ სკოლებში ადრიდანვე იყენებენ. თავდაპირველად, ამას გამოცდის გადაწერის თავიდან აცილების მიზნით მიმართავდნენ. იმიტომ, რომ ქუჩაში გაცილებით მეტი სივრცეა და ბავშვებს უფრო შორს სვამენ ერთმანეთისგან, ვიდრე საკლასო ოთახში. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სუფთა ჰაერზე ტესტის დაწერა ბავშვებში იმ სტრესს ამცირებს, რასაც ისინი გამოცდის წინ განიცდიან.
mshoblebi

4. სასკოლო გაკვეთილების ონლაინტრანსლირება

აზიის ძალიან ბევრ რეგიონში ამინდი არასტაბილურია ან ბავშვები, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვერ ესწრებიან გაკვეთილებს. რომ არ შეფერხდეს სწავლების პროცესი, მასწავლებლები საკუთარი გაკვეთილების ვიდეოებს იღებენ და მოსწავლეებს ინტერნეტით უზიარებენ, რათა შეძლონ სახლში სწავლა. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც სკოლიდან ძალიან შორს ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ ყოველდღე სიარულს.
mshoblebi

5. სკოლაში მხოლოდ ფეხით სიარული

მაშინაც კი, როცა მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელად შეუძლიათ ტრანსპორტის გამოყენება, ფეხით სიარულს ამჯობინებენ. ამ მეთოდით, ორგანიზმი გაჟღენთილია ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს მათ გონებრივ აქტივობას. ასეც რომ არ იყოს, ფეხით სიარული არასდროს არაა მავნე. უნცროს კლასებშიც კი ბავშვები ფეხით დადიან, მშობლების თანხლების გარეშე. აზიაში ძალიან მაღალია კოლექტიური პასუხისმგებლობა და ბავშვების უსაფრთხოების ხარისხი. ბევრ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არსებობს ფეხით სიარულის კულტი.
mshoblebi

6. წიგნის კითხვის დროს გარკვეული დისტანციის დაცვა ისე, რომ არ დაზიანდეს მხედველობა

ძალიან ბევრ ჩინურ სკოლაში არსებობს სპეციალური გამყოფი ძელი, რაც განსაზღვრავს დისტანციას წიგნიდან მოსწავლემდე, კითხვის პროცესში. ეს ძელი შემდეგ პოზიციას იცვლის და ახლა არეგულირებს დისტანციას წერის დროს - წიგნიდან მოსწავლემდე.  მცირე ასაკიდან ისინი ეჩვევიან მერხთან სწორად ჯდომას, კითხვას.
mshoblebi
გარდა ამისა, ამგვარად ჯდომა ხერხემლის სისწორესაც განსაზღვრავსო, ასე ამბობენ ჩინელი ექიმები.
mshoblebi

7. თვალის ვარჯიში

კითხვის პროცესში ბავშვებს რეკომენდაციას უწევენ, შეასრულონ სპეციალური ვარჯიშები სისხლის მიმოქცევის და მხედველობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთ სკოლაში, ორჯერ ან სამჯერ მიმართავენ ამ მეთოდს დღეში.

8. სამედიცინო ნიღბები, არა მხოლოდ ეპიდემიის დროს

მთელ მსოფლიოში იციან იაპონელებში სამედიცინო ნიღბების პოპულარობაზე. ნიღბებს არა მხოლოდ გრიპის ეპიდემიის დროს იყენებენ, არამედ ყვავილობის პერიოდში ალერგიისას. თუ იაპონელი მოსწავლეები ცუდად გახდებიან, აუცილებლად იყენებენ სამედიცინო ნიღბებს იმისათვის, რომ არ გადასდონ სხვებს და დაიცვან მეგობრები.
mshoblebi

9. სასარგებლო პასუხისმგებლობა

აზიის ქვეყნებში ბავშვები ძალიან სწრაფად ეჩვევიან დამოუკიდებლობას. ისინი ნელ-ნელა სწავლობენ და ეჩვევიან სახლის საქმეებს. სკოლებშიც კი სისუფთავესა და დალაგებაზე ზრუნავენ თავად მოსწავლეები. დალაგებაც ფიზიკური აქტივობაა. ამ გზით, ბავშვებმა იციან დამოუკიდებლად საკუთარ თავზე ზრუნვა.
mshoblebi

10. ინტერნეტზე დამოკიდებულების მონიტორინგი

ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა, რომ ინტერნეტზე დამოკიდებულება ავადმყოფობაა და სჭირდება მკურნალობა. დღეს თითქმის ყველა აზიურ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ბანაკები და სარეაბილიტაციო ცენტრები ინტერნეტზე, სმარტფონსა და კომპიუტერზე დამოკიდებული ადამიანებისათვის. სამხრეთ კორეაში კანონიც კი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც 16 წლამდე ბავშვებს შუაღამის შემდეგ ინტერნეტის გამოყენება ეკრძალებათ.


altხშირად აიყვანეთ ხელში პატარა... - მასარუ იბუკას ყველაზე საჭირო გამონათქვამები მშობლებისთვის



1379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?