"იმდენად მოკრძალებულია, რომ ფეისბუქზე თავისი პრობლემის გამომზეურების გამოც კი ინერვიულა..." - 18 წლის ალეკო გულაშვილის მძიმე განსაცდელი
"იმდენად მოკრძალებულია, რომ ფეისბუქზე თავისი პრობლემის გამომზეურების გამოც კი ინერვიულა..." - 18 წლის ალეკო გულაშვილის მძიმე განსაცდელი
კიდევ ერთი ახალგაზრდაა განსაცდელში და მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები თუ სრულიად უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ მის გარშემო. 18 წლის ალეკო გულაშვილს უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა.

ალეკოს დედა, ქალბატონი ციცი: 
"ჩემს შვილს 18 წლის, ალეკო გულაშვილს აღმოაჩნდა უმძიმესი დაავადება აპლაზიური ანემია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას.კერძოდ, ძვლის ტვინის გადანერგვას, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა შეძლებისდაგვარად გამიწიოთ ფინანსური დახმარება და ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ გააზიაროთ..."

ალეკოს მამიდა, ლია გულაშვილი:
"ჩემი უდიდესი, გულწრფელი და უმორჩილესი თხოვნაა, დავეხმაროთ
18 წლის უჭკვიანეს ახალგაზრდას, მშობლების ერთადერთ უსაყვარლეს შვილს, ჩემს ძმისშვილს, პირველი კურსის წარჩინებულ და კეთილშობილ, სწავლის და სიცოცხლის წყურვილით სავსე სრულიად ახალგაზრდა, საყვარელ ანგელოზს, ალეკო გულაშვილს ფინანსურად, როგორც შეგვიძლია, რითაც შეგვიძლია. გადავარჩინოთ სრულიად ახალგაზრდა ჭკვიანი სტუდენტი, ალეკო გულაშვილი. საქართველოს არ ყავს დასაკარგი ახალგაზრდობა, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ყველას, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას გააზიაროთ და რითაც და როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ, ღმერთი იყოს ლამაზი და ჭკვიანი ალეკოს და ქართველი ხალხის მფარველი... წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას, უფალი გადაგვირჩენს ალეკოს თქვენი გულწრფელი დახმარებით, რადგან ძალიან დიდი თანხაა საჭირო მკურნალობისა და ოპერაციისათვის. წინასწარ მადლობა ყველას, ყველას, გაიხარეთ ჩემო საყვარლებო!!!"

ალეკოს მასწავლებელი და დამრიგებელი ელზა აბლოთია:
"ალეკოს ვიცნობ იმ დღიდან, რაც
მე მათი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და დამრიგებელი გავხდი (ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა კი დღემდე გრძელდება). მახსოვს, როგორ შევედი პირველად მე-4 კლასში. ეს ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი იყო. მახსოვს ალეკოს ცისფერი, ალალი, სიყვარულით სავსე თვალები. ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პატიოსნებით, ალალმართლობით, სიკეთითა და უთქმელობით. მას გრძნობების სიტყვებით გამოხატვა არ შეეძლო (ახლაც ასეთია). ალეკოზე არავინ არასოდეს ნაწყენი არ ყოფილა. მას უბრალოდ არ შეუძლია გული ატკინოს ადამიანებს. არც ტყუილის თქმის მცდელობა ჰქონია ოდესმე. ამიტომ უსიტყვოდ ვენდობოდი ყოველთვის.
დღეს ალეკო განსაცდელის წინაშე დგას. ის იმდენად მოკრძალებულია, რომ ფეისბუქზე თავისი პრობლემის გამომზეურების გამოც კი ინერვიულა... ერთიანობისა და თანადგომის დეფიციტი არასოდეს უგრძნია სკოლა "ოპიზას“, რომელიც ალეკომ შარშან დაამთავრა, მაგრამ ახლა როგორც არასდროს, იგრძნობა ეს. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ამ ნიჭიერი, ალალი, კეთილშობილი ბიჭის განსაცდელი. უფლის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით,ყველაფერი კარგად იქნება".


ანგარიშის ნომერია:
GE45TB7081245061100087 ალეკო გულაშვილი

GE25BG0000000100764639 თეთრუაშვილი ირმა
6311
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლიაკო
0
ჩემო ერთადერთო ძმისშვილო, ახალგაზრდავ, 18 წლის, მაგრამ სრულიად ჩამოყალიბებულო უკვე პიროვნებავ , გილოცავ საყვარელო, ძვირფასო ალეკო დღევანდელ, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მისი მადლი გფარავდეს მუდამ შენ, შენს ოჯახს, ყველა ახლობელს და სრულიად საქართველოს. ულევი სიხარული და ბედნიერება დაემკვიდრებინოს დღევანდელ დღეს თქვენს გულებში. იხარე და იდღეგრძელე ჩემო ლამაზო ბიჭო მარადჟამს, ყველაფერი იქნება კარგად, ისე როგორც შენს გულს გაუხარდება. გვიყვარხარ ყველას, ყველას უძალიანესად!!!❤️
19:09 / 21-04-2019
ნინო ჯანდიერი
1
უფალი ფარავდეს ალეკოს , მალე გამოჯანმრთელებულიყოს საყვარელი ახალგაზრდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!!!
00:15 / 19-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?