ტყუპი და მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მამამ ულტრასონოგრაფიულ კვლევისას მათი "შეტაკების" ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა. ვიდეომ სულ მალე მილიონობით ნახვა და ათეულ ათასობით კომენტარი მოიპოვა.
ტყუპის მამა 28 წლის ტაო ცოლს გინეკოლოგთან გეგმიურ შემოწმებაზე ახლდა. ეკრანზე კარგად ჩანს, მუცლად ყოფნის დროს ორი ნაყოფი როგორ ურტყამს ერთმანეთს ხელებსა და ფეხებს. "ისინი რამდნიმე რაუნდი ებრძოდნენ ერთმანეთს, სახალისო სანახავი იყო. არც კი ველოდებოდი, რომ ჩემი გოგონები ინტერნეტის ვარსკვლავები დაბადებამდე გახდებოდნენ".
ჩხუბი შეიძლება პლაცენტის გამო ყოფილიყო. მონო-მონო-ტყუპი (მონოამნიოტური ტყუპი) - იშვიათობა და სარისკოა. იმის ალბათობა, რომ ჩვილები 26 კვირის შემდეგაც გადარჩებიან, 50 პროცენტია.
საფრთხე იმაშია, რომ ტყუპი, საშვილოსნოში ერთმანეთისგან ბუნებრივი საზღვრით არ არიან დაშორებული და ერთ-ერთის ჭიპლარი, შეიძლება მეორე ნაყოფს შემოეხვიოს და გაგუდოს იგი.
საბედნიეროდ, მოჩხუბარი გოგონები 32 კვირის თავზე, 8 აპრილს მოევლინენ ქვეყანას საკეისრო კვეთის შედეგად ჯანმრთელები და უვნებლები. რადგან ტყუპის დედას ხილი ძალიან უყვარს, გოგონებს მეტსახელებად მარწყვი და ალუბალი უწოდეს.
ისინი დაბადების შემდეგაც არ სცილდებიან ერთმანეთს - არ გამოტოვოთ ტყუპის საოცარი ბანაობა!
როგორ უმკლავდება დედა ტყუპს - სახალისო ვიდეო