გოგონა, რომელმაც დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, ცოცხლად დაწვეს
გოგონა, რომელმაც დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, ცოცხლად დაწვეს
ეს საზარელი შემთხვევა ბანგლადეშში მოხდა. გოგონა, რომელმაც კოლეჯის დირექტორს უჩივლა სექსუალური შევიწროვების გამო, ცოცხლად დაწვეს. მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს, კლასელებმაც კი, რომ გამოეტანა საჩივარი, თუმცა გოგონა არ დანებდა და ასე სასტიკად გაუსწორდნენ.

უკვე დააპატიმრეს 7 ადამიანი, ვინც მის ცოცხლად დაწვაში მონაწილეობდა. ასევე დააპატიმრეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ნუს­რათ ჯა­ჰან რაფი შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

19 წლის ნუს­რათ ჯა­ჰან რა­ფის ნავ­თი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ეს ფაქტი ზუსტად ორ კვირაში მოხდა მას მერე, რაც გოგონამ
დირექტორს უჩივლა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია, სამართალდამცველები გოგონას მხარეს იყვნენ და დირექტორი დააპატიმრეს კიდეც, საზოგადოება მაინც მამაკაცის მხარეს დადგა და ქალის "სითამამეს" პროტესტით შეხვდა. მას ადანაშაულებდნენ დირექტორის "გამოწვევაში", ზოგიერთები ამბობდნენ, რომ გოგონამ უბრალოდ მოიგონა ეს ყველაფერ. 

როდესაც ერთ დღესაც ნუსრათი სკო­ლა­ში მივიდა გა­მოც­დაზე, მოტყუებით აიყვანეს კოლეჯის სახურავზე, თითქოსდა იქ ვიღაცას ცემდნენ და უკვე იქ აღმოჩენილს მოსთხოვეს, გაეტანა საჩივარი. ხოლო როგორც კი უარი მიიღეს, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს...

2265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
უკაცრავად
0
ბოდიში, მაგრამ ისინი, ვიბც მოძალადის მხარეს დადგნენ, საგითაოდ უნდა გამოაცდევინი თავის ტყავზე ეგ “სიამოვნება”, რომ ნახონ, როგორია....
00:54 / 21-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```