ეს საზარელი შემთხვევა ბანგლადეშში მოხდა. გოგონა, რომელმაც კოლეჯის დირექტორს უჩივლა სექსუალური შევიწროვების გამო, ცოცხლად დაწვეს. მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს, კლასელებმაც კი, რომ გამოეტანა საჩივარი, თუმცა გოგონა არ დანებდა და ასე სასტიკად გაუსწორდნენ.
უკვე დააპატიმრეს 7 ადამიანი, ვინც მის ცოცხლად დაწვაში მონაწილეობდა. ასევე დააპატიმრეს სკოლის დირექტორი, რომელსაც ნუსრათ ჯაჰან რაფი შევიწროებაში ადანაშაულებდა.
19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ეს ფაქტი ზუსტად ორ კვირაში მოხდა მას მერე, რაც გოგონამ დირექტორს უჩივლა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია, სამართალდამცველები გოგონას მხარეს იყვნენ და დირექტორი დააპატიმრეს კიდეც, საზოგადოება მაინც მამაკაცის მხარეს დადგა და ქალის "სითამამეს" პროტესტით შეხვდა. მას ადანაშაულებდნენ დირექტორის "გამოწვევაში", ზოგიერთები ამბობდნენ, რომ გოგონამ უბრალოდ მოიგონა ეს ყველაფერ.
როდესაც ერთ დღესაც ნუსრათი სკოლაში მივიდა გამოცდაზე, მოტყუებით აიყვანეს კოლეჯის სახურავზე, თითქოსდა იქ ვიღაცას ცემდნენ და უკვე იქ აღმოჩენილს მოსთხოვეს, გაეტანა საჩივარი. ხოლო როგორც კი უარი მიიღეს, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს...